თეთრი ტანსაცმელის საიდუმლი: დაგჭირდებათ მხოლოდ 2 კომპონენტი! ახლებური სიქათქათე...

თეთრი ტანსაცმელის საიდუმლი: დაგჭირდებათ მხოლოდ 2 კომპონენტი! ახლებური სიქათქათე...
სამწუხაროდ თეთრ ტანსაცმელს აქვს თვისება დროთა განმავლობაში დაკარგოს ფერი და პირვანდელი სიქათქათე. მრავალი დიასახლისი სამოსისთვის ფერის დასაბრუნებლად მათ გამოხარშვას ან მათეთრებლის გამოყენებას ამჯობინებს.
ასეთი მეთოდით კი ბრძოლა იმით მთავრდება, რომ ნაჭერი სიმკვრივეს კარგავს და მალე იხევა. დღეს FPaparazzi-ს რედაქცია გაგიმხელთ საიდუმლოს, თუ როგორ აჩუქოთ ნათელი ფერის ტანსაცმელს მეორე სიცოცხლე!

როგორ დავუბრუნოთ თავდაპირველი სიქათქათე მოძველებულ ტანსაცმელს

თქვენ დაგჭირდებათ:
  • მარგანცოვკა (კალიუმის პერმანგანატის კრისტალები)
  • სარეცხი საპონი (72%)


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. წინასწარ ჩაალბეთ თეთრი სამოსი წყალში და კარგად გასაპნეთ სარეცხის საპონით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ლაქებიან ადგილებს.
  2. შემდეგ გახსენით მცირე რაოდენობის მარგანცოვკა ერთ ჭიქა წყალში, თქვენ უნდა მიიღოთ მუქი-მეწამული ფერის სითხე.
  3. შემდეგ აიღეთ მოზრდილი ჭურჭელი და შეავსოთ ის საკმარისი რაოდენობის წყალით, შემდგომში ტანსაცმელი, რომ სრულად დაფაროს.
  4. დაუმატეთ ამ წყალში მომზადებული ერთი ჭიქა მარგანცოვკიანი წყალი და გადაურიეთ ერთგვაროვანი ფერის მიღებამდე.
  5. ამ ქმედებების შემდეგ გასაპნული ტანსაცმელი გადაიტანეთ წყლიან თასში და გააჩერეთ მასში 2 საათით.
  6. ორი საათის გასვლის შემდეგ კი გაავლეთ ის თბილი წყლით.

თქვენს მეგობრებს აუცილებლად გამოადგებათ ეს სასარგებლო საშინაო დავალება, გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია! არ დაივიწყოთ მოგვწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.