ამ მეთოდით გაყვითლებული ბალიშები კვლავაც დაიბრუნებენ პირვანდელ სიქათქათეს.
თქვენ თუ იცით რამდენად ხშირად არის ბალიშების გარეცხვა აუცილებელი? CNN-ს თანახმად თვეში მინიმუმ 3-6 ჯერ. ყველაფერი კი იმის გამო, რომ სტანდარტულ ბალიშებში 16 სახეობის სოკო ბინადრობს.
მსურს გულწრფელად ვაღიარო, რომ ადრე არ მიყვარდა ბალიშების რეცხვა. მეჩვენებოდა, რომ ეს რთული, ხანგრძლივი და უსარგებლო საქმიანობა იყო. ახლა კი ჩემს საყოფაცხოვრებო არსენალში ეს სუპერ-მეთოდიც შევიდა, რომელიც არა მხოლოდ ყოველგვარ ბაქტერიას კლავს, არამედ გაყვითლებულ ბალიშებს პირვანდელ სიქათქათეს უბრუნებს.
თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:
გაშრობა

- ცხელი წყალი
- 1 წილი სარეცხი ფხვნილი
- 1 წილი ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ფხვნილად
- 1 წილი მათეთრებელი
- ½ წილი ბორაკი (ბორის მჟავას ნატრიუმის მარილი)
ინსტრუქცია:
- დარწმუნდით, რომ თქვენი ბალიშების გარეცხვა სარეცხი მანქანით ნებადართულია. მოხსერით ბალიშისპირები.
- სარეცხი მანქანის მესამედი გაავსეთ ცხელი წლით
- დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი წყალში და ჩართეთ მოწყობილობა.
- მას შემდეგ რაც ყველა ინგრედიენტი შეერევა წყალს, მოათავსეთ მასში ბალიშები.
- ჩართეთ მანქანა რეცხვის რეჟიმზე.
- რეცხვის დასრულების შემდეგ ორჯერ გაავლეთ ბალიშები.
გაშრობა
- თუკი ოჯახში თქვენ საშრობი მანქანა გაქვთ, შესანიშნავია! საშრობ განყოფილებაში შეგიძლაით მოათავსოთ ჩოგბურთის ბურთიც, ამ შემთხვევაში ბუმბული ბალიში უფრო თანაბრად გადანაწილდება.
- მცირე ხრიკი: უმჯბესია ბურთებს წინდები გადააცვათ, ფერის გადასვლის შემთხვევაში ბალიში რომ არ გაფუჭდეს.
- ბალიშები ასევე შეგიძლიათ გააშროთ მზეზე. აუცილებელია მათი პერიოდული შენჯღრევა.
- როგორც ხედავთ არავითარ სირთულეს ბალიშების რეცხვა არ წარმოადგენს. ახლა კი ისინი თეთრი და სუფთაა.