შეიღებეთ თმა... ყავით!
ქიმიური საღებავები აშრობს და აზიანებს თქვენს თმას, ამიტომ მას აუცილებლად განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. თუკი თქვენ არ გაქვთ ამდენი დრო, მაშინ ჯობს, ბუნებრივ საღებავებზე გადახვიდეთ. დღეს გიამბობთ მეთოდზე, რომელიც დაგეხმარებათ თმისთვის ბუნებრივი, ყავისფერი ფერის მინიჭებაში.
ამისთვის დაგჭირდებათ:
დაფქვილი ყავა
წყალი
თმის კონდიციონერი
აადუღეთ 1,5 ჭიქა ყავა 3 ჭიქა წყალთან ერთად (შეგიძლიათ, ყავის აპარატიც გამოიყენოთ). ეს დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ ძლიერი მიქსტურა გახლავთ. ყავა გააგრილეთ. ჩაასხით ტაშტში ან ჯამში და ჩადგით ნიჟარაში.
როგორ შევიღებოთ:
ყავას ჩაუმატეთ რადენიმე კოვზი კონდიციონერი, შეღებვისას ასე უფრო მოსახერხებელი იქნება.
დაიბანეთ თმა შამპუნით. ნაზად დაივარცხნეთ, რომ აბურდული არ იყოს და საღებავი თანაბრად განაწილდეს. ჩაალბეთ თმა ყავის მიქსტურაში, პატარა ჭიქით კი კეფაზე და ძნელად მისაწვდომ ადგილებში ივლეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. თითებით ჩამოივარცხნეთ თმა, რათა საღებავმა თითოეულ კულულამდე მიაღწიოს.
თმა ამოიღეთ მიქსტურიდან და ჩამოწურეთ. ნაზად აიწიეთ და დაიმაგრეთ სარჭით. დაიტოვეთ მიქსტურა თმაზე მინიმუმ 20 წუთით, მაქსიმუმ კი 1 საათით.
ჩამოიბანეთ თმა ნაზი შამპუნით, რომ ფერი არ ჩამორეცხოს. შეგიძლიათ შამპუნის გამოყენების ნაცვლად, ვაშლის ძმარი გადაივლოთ. ვაშლის ძმარი ბუნებრივი გამასუფთავებელი საშუალებაა, რომელიც ფერის დაფიქსირებასაც უწყობს ხელს.
ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაიმეოროთ, სანა თმის სასურველ ფერს არ მიიღებთ.