სილამაზე შესაძელებელია ყავითაც შეინარჩუნოთ
როგორც გაირკვა, ყავის მარტო დალევა კი არა კოსმეტიკურ პროცედურებში გამოყენებაც შეიძლება. ცნობილია, რომ ყავას ცხიმის დაშლა და კანის გამკვრივება შეუძლია. თუ რა საშუალებით ახლავე აგიხსნით.
- გამაცოცხლებელი ლოსიონის მარტივი რეცეპტი: მაგარი მოხარშული ყავა ჩაასხით ყინულის ფორმაში. ყავის ყინულის ნაჭრებით გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს. ეს კარგი მატონიზირებელი და გამაცოცხლებელი საშუალებაა.
- მატონიზირებელი ლოსიონი: ყოველდღე წყლით დაბანის ნაცვლად სახე და ყელი გაიწმინდეთ ახლადგამოწურული მაგარი ყავის ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ლოსიონი კარგი მატონიზირებელია ძალიან უხდება დაბერებულ და მოშვებულ კანს. თანაც ასეთი ლოსიონით შავგრემან იერსაც მიიღებთ.
- ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ს/კ ჭვავის ფქვილი გახსენით გაციებულ მოხარშულ მაგარ ყავაში ისე, რომ არაჟნის სისქის ნაზავი მიიღოთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ანტიცელულიტური საშუალება: აიღეთ ოდნავ თბილი ყავის ნალექი. ხელის გულით ან ღრუბელით შეიზილეთ ცელულიტიან ადგილებში. შემდეგ შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. მეტი ეფექტის მისაღებად ბოლოს ჩაიტარეთ მასაჟორის პროცედურები. 15 - 20 წუთის შემდეგ მოიხსენით ცელოფანი და მიიღეთ შხაპი. დადებით ეფექტისთვის, ამ სკრაბის მიღება სასურველია კვირაში ორჯერ.
- სკრაბი და პილინგი: მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის აიღეთ 2 ს/კ არაჟანი და დაუმატეთ 1 ს/კ დაფქული ყავა. სკრაბი მზადაა. წაისვით სახეზე ( გაიჩერეთ, ვიდრე სკრაბი არ გაშრება ).
- თმის გამოსაცოცხლებლად: ყავა საღებავიცაა. მუქი ფერის თმისთვის ბრწყინვალების დასაბრუნებლად 2 კვერცხის გული ათქვიფეთ 1 ს/კ რომთან და 2 ს/კ წყალთან ერთად. დაუმატეთ თითო ყავის კოვზი დაფქული ყავა და მცენარეული ზეთი. შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.