თმის ნატურალური საღებავი: გაჯერებული ფერი და დამატებითი ბზინვარება ქიმიის გარეშე
ქალბატონების უდიდესი ნაწილი თმის შესაღებ პროცედურებს საკმაოდ ხშირად მიმართავს. სამწუხაროდ, თანამედროვე საღებავები, რომლებიც უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერებითაა გაჯერებული, უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს თმას.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამუდამოდ უნდა თქვათ უარი თმის შეღებვაზე. უბრალოდ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქიმიური საშუალებები ბუნებრივი, 100%-ით ნატურალური საშუალებებით. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 7 ბუნებრივ, ჩვენი თმისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მეთოდს თმის შესაღებად.
თმის ნატურალური საღებავები
აირჩიეთ ამ 7 უსაფრთხო მეთოდიდან თქვენთვის სასურველი და შეუდექით თმის შეღებვას. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან!
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამუდამოდ უნდა თქვათ უარი თმის შეღებვაზე. უბრალოდ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქიმიური საშუალებები ბუნებრივი, 100%-ით ნატურალური საშუალებებით. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 7 ბუნებრივ, ჩვენი თმისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მეთოდს თმის შესაღებად.
თმის ნატურალური საღებავები
- ყავა
ყველასთვის საყვარელი ეს პროდუქტი თითქმის ყველა სახლში მოიპოვება. ყავა არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის გასამუქებლად და მისთვის შოკოლადის ფერის მისანიჭებლად. თქვენ უბრალოდ უნდა მოადუღოთ ძლიერი ესპრესო და შეურიოთ 1 ჭიქა ყავა, 2 ჭიქა თმის კონდენციონერი და 2 სუფრის კოვზი შავი ჩაი ერთმანეთში. საღებავი მზადაა! წაისვით ის მთელ თმაზე, გაიჩერეთ ერთი საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ ვაშლის ძმრის წყალხსნარით. რამდენიმე წუთის შემდეგ მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ თავი უბრალო შამპუნით. ეს მეთოდი ძალზედ ეფექტური, თანაც 100%-ით უსაფრთხოა თქვენი თმისთვის. - ჩაი
კიდევ ერთი უტყუარი მეთოდი თმის გასამუქებლად. მოათავსეთ ჩაის 3 ან 5 ბალიში 2 ჭიქა წყალში და წამოადუღეთ. მიღებულ სითხეს მიეცით დრო გასაგრილებლად. გაგრილებული სითხე გაინაწილეთ მთელ თმაზე, გაიჩერეთ 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაამატოთ ჩაის ნახარში თქვენს კონდენციონერში ან შამპუნში. - ბალახები
გამომდინარე იქიდან, თუ რა ფრად გსურთ თმის შეღებვა, ამოარჩიეთ შესაბამისი მცენარე. თმის გასამუქებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა როზმარინი, ჭინჭარი და სალბი. მოწითალო-მოთაფლისფრო ფერის მისაღებად აირჩიეთ კალენდულა, ასკილი ან ჰიბიკუსი.
მოამზადეთ ნახარში თქვენთვის სასურველი მცენარისგან. მიღებული სითხე გადაიტანეთ სპრე-ბოთლში და გაინაწილეთ მთელ თმაზე. მას შემდეგ, რაც ის თმაზე მთლიანად შეგაშრებათ, დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. - ჭარხლის წვენი და სტაფილო
თუ თქვენ წითელი ფერის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებლად გაეცანით ამ მეთოდს. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ეს ორი ბოსტნეული ძალიან კარგად ღებავს თმას.
შეურიეთ ნახევარი ჭიქა სტაფილოს წვენი და ამავე რაოდენობით ჭარხლის წვენი ერთმანეთში. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ მცირეოდენი ქოქოსის ზეთი და კარგად გადაურიეთ. წაისვით ეს ნარევი მთელ თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და მოითმინეთ 1 საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი ვაშლის ძმრის წყალხსნარით. თუ გსურთ უფრო გაჯერებული ფერის მიღება, გაიმეორეთ პროცედურა ხელმეორედ. - ხნა
არაჩვეულებრივი საშუალება თმის მოწითალო ფრად შესაღებად. აიღეთ 2 ჩაის ჭიქა (400 მლ) წყალი, ჩაამატეთ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ხნის ფხვნილი და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. მიღებული ნარევი წაისვით მთელ თმაზე, შემოიხვიეთ ფოლგა და გაიჩერეთ 2 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ (რეკომენდირებულია გვირილის ნაყენის გამოყენება). - ლიმონის წვენი
ეს პროდუქტი აღიავებს თმას და ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას. მოათავსეთ ლიმონის წვენი სპრე-ბოთლში და გაინაწილეთ მთელ თმაზე. სულ რაღაც 5 ან 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ. გამომდინარე იქიდან, რომ ლიმონის წვენი ნელა მოქმედებს, თქვენ მოგიწევთ პროცედურის გამოერება რამდენჯერმე. - კაკლის ნაჭუჭი
ეს პროდუქტი იდეალურია თმისთვის მუქი ყავისფერი ფერის მისანიჭებლად. დაფქვით კაკლის ნაჭუჭი და ხარშეთ ის 30 წუთის განმავლობაში. მომზადებული ნარევი გაფილტრეთ და მიეცით დრო გასაგრილებლად. მიღებული ნახარში შეიზილეთ მთელ თმაზე და გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათით. სწორედ დროზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მუქ ფერს მიიღებთ.
აირჩიეთ ამ 7 უსაფრთხო მეთოდიდან თქვენთვის სასურველი და შეუდექით თმის შეღებვას. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან!