ყავა თქვენი სილამაზისთვის - 8 რამ, რაშიც ყავა გამოგადგებათ
დილაობით ყავის მიირთმევთ და ნალექს ყრით? ალბათ ყველანი ასე ვიქცევით, არადა ეს საკმაოდ სასარგებლო საშუალებაა თავის მოვლის სხვადასხვა ძვირადღირებული პროდუქტის ჩასანაცვლებლად.
სანამ კიდევ ერთ ნალექიან ფინჯანს გარეცხავდეთ, გადახედეთ, რაში შეიძლება გამოიყენოთ ყავა:
ისიამოვნეთ სურნელოვანი ფინჯანი ყავით დილაობით, ნალექი კი სილამაზის თქვენეულ რუტინაში გამოიყენეთ!.
სანამ კიდევ ერთ ნალექიან ფინჯანს გარეცხავდეთ, გადახედეთ, რაში შეიძლება გამოიყენოთ ყავა:
- ნათელი კანი[/b]
ცნობილია, რომ ყავა დაზიანებული კანის ერთ-ერთი უებარი წამალია. სახიდან კანის მკვდარი უჯრედების,ნაოჭებისა და ხაზების მოსაცილებლად, ასევე ფორების გასაწმენდად წაისვით ყავის ნალექი სახეზე. ყავა კარგი ექსფოლიატორია არამხოლოდ ტექსტურის, არამედ მასში შემავალი მჟავის წყალობითაც. რეცეპტი მარტივია: ყავა მოათავსეთ თბილ წყალში და დაუმატეთ ცოტა ინგლისური მარილი. სახე დაისველეთ და ნაზად შეიზილეთ მომზადებული სკრაბი. ჩამოიბანეთ სახე. - ცელულიტის შემცირება
ყავის სკრაბი გამოიყენება ცელულიტის შესამცირებლადაც. მასში შემავალი კოფეინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც კანიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის, რაც მას ამკვრივებს. 1/2 ჭიქა დაფქვილ ყავას (120მლ) დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ღვინო, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, რამდენიმე წვეთი ჯინჯერის და წყალმცენარის ექსტრაქტი. შეიზილეთ კანში პრობლემურ ზონაზე და დატკბით შედეგით. - თმის ფერის ინტენსიურობა
თუკი წაბლისფერი თმა გაქვთ, გააკეთეთ პასტა წყლისა და ყავის ნალექის შერევით და წაისვით შამპუნით დაბანილ თმაზე. ცოტა ხანში ჩამოიბანეთ. თმა ბზინვარე, ფერი კი უფრო ხასხასა და ინტენსიური გახდება. - თვალების შესიების მოცილება
დღევანდელ სტრესულ გარემოში ვერ ვახერხებთ სათანადოდ დასვენებას. შედეგად კი ვიღვიძებთ შესიებული უპეებითა და შავი წრეებით თვალების გარშემო. ამიტომ, გამოსაფხიზლებელი ფინჯანი ყავის მირთმევის შემდეგ, არ გადაყაროთ ნალექი - წაისვით თვალის გარშემო რა რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ყავა თქვენს თვალებთან სისხლის მიმოქცევას დაარეგულირებს. - შინნაკეთი საპონი
კოფეინის დამატებითი დოზა გჭირდებათ? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ თქვენს კანს შეუძლია კოფეინის შეწოვა, შესაბამისად კი თქვენი ორგანიზმი იღებს დამატებით ენერგიას, რომელიც დღის განმავლობაში დაგჭირდებათ. თუკი ყავას არ სვამთ, შეგიძლიათ ის საპონივით გამოიყენოთ - წაისვათ კანზე. - სისხლის მიმოქცევის ხელშეწყობა
კიდევ ერთი მეთოდი, რომლის მიხედვითაც კოფეინით ორგანიზმის გამოცოცხლება შეგიძლიათ, არის ყავის ყინულის კუბიკები. გაყინეთ ყავის ნახარში და კუბიკი წაისვით სახის პრობლემურ ზონებზე. - თავის კანის ექსფოლიატორი
თმის სიჯანსაღეზე გადამწყვეტ გავლენას თავის კანის მდგომარეობა ახდენს. იმისთვის, რომ მკვდარი უჯრედები მოიცილოთ, შეიზილეთ ყავის ნალექი თავის კანში, შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ. კანი სიჯანსაღეს შეინარჩუნებს და თმის ზრდაც დაჩქარდება. - ტერფების მოვლა
ბევრი უჩივის კანის სიმშრალეს ტერფებზე. თუკი ასეთი პრობლემა გაქვთ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ: 1 ჭიქა (240მლ) ქოქოსის ზეთი, ½ ჭიქა (120მლ) დაფქვილი ყავა და 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ვანილის ექსტრაქტი შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით თბილი წყლით სავსე ტაშტში. ჩააწყვეთ ფეხები 10 წუთით და მოდუნდით. ამ ამაზანის დადებითი ეფექტის მიზეზი ყავის მარცვლების ანტიოქსიდანტური და ქოქოსის ზეთის დამატებიანებელი თვისებების ერთობლიობაა.
ისიამოვნეთ სურნელოვანი ფინჯანი ყავით დილაობით, ნალექი კი სილამაზის თქვენეულ რუტინაში გამოიყენეთ!.