საზამთროს ნიღაბი ელვარე კანისთვის
საზამთრო მხოლოდ წყურვილის გრძნობას როდი შველის. ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას ახდენს. თავისუფალ რადიკალებს უამრავი ზიანის მოტანა შეუძლია. საზამთრო ასევე ძალიან სასარგებლოა კანიდან ლაქებისა და გამონაყარის მოსაშორებლად. ის შეიცავს ბე და ცე ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. საზამთროში შემავალი მჟავა კი მას ექსფოლიანტის ფუნქციასაც ანიჭებს. ამდენად, ის მეტად გამოსადეგი რამაა კანის მოვლისთვის.
ამ ნიღბისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
1 ჭიქა საზამთროს რბილობი
ნახევარი მწიფე ბანანი
2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი
½ ჭიქა კეფირი ან იოგურტი
სუფთა ჯამში ჩანგლით ასრისეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ პასტის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ძალიან არ გათხელდეს. თუკი მიქსტურა ძალიან სქელია, დაუმატეთ ცოტა წყალი, თუ პირიქით, თხელია - დაუმატეთ იოგურტი. გადაიტანეთ მასა კონტეინერში და გამოყენებამდე მინიმუმ ერთი საათით შედგით მაცივარში.
სუფთა სახეზე თხელ ფენად დაიდეთ საზამთროს ნიღაბი და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეული კანის მოვლის რუტინა ჩაიტაროთ.