15-წუთიანი პროცედურა შოკისმომგვრელი შედეგით
ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც ამ სტატიაში იხილავთ, ალბათ საუკეთესოა სახის ნიღბებს შორის, რაც კი გიცდიათ. შედეგი კომპლექსურია - შველის აკნეს, მუქ წრეებს, შავ წერტილებს და უბრალოდ ამშვენიერებს კანს.
საჭიროა მხოლოდ სამი ინგრედიენტი:
4 სუფრის კოვზი სოდა
1 სუფრის კოვზი სუფთა თაფლი
2 სუფრის კოვზი წყალი (ან ნაკლები, ნარევი სქელი პასტის კონსისტენციის უნდა იყოს)
მომზადება:
საჭიროა მხოლოდ სამი ინგრედიენტი:
მომზადება:
- ჩაყარეთ სოდა მინის სუფთა კონტეინერში. დაუმატეთ თაფლი. ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი ძალიან მცირე ულუფებად, განუწყვეტლივ ურიეთ პასტისებური მასის მიღებამდე.
- წაისვით პასტა სუფთა კანზე. მოერიდეთ თვალის და ნესტოების გარემო მიდამოებს. გაიჩერეთ 10-15 წუთით. შეიძლება ოდნავი წიწკნა იგრძნოთ, პასტა გაშრება, თუმცა ძალიან არ გამაგრდება.
- ქსოვილის ნაჭერი დაასველეთ თბილ წყალში და ნაზი წრიული მოძრაობებით მოიცილეთ ნიღაბი სახიდან. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ სახე და შეიმშრალეთ.
დარჩენილი პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ მომდევნო ორი დღის განმავლობაში. თუკი ნარევი ძალიან შესქელდება, ცოტა წყალი დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ, დაამატოთ მეტი რაოდენობის წყალი და შხაპის მიღებისას გამოიყენოთ, როგორც ტანის ექსფოლიატორი.
სახის ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.