უკვე მრავალი წელია, ვიყენებ საზამთროს კოსმეტიკას და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ!
საზამთრო არბილებს და ელასტიკურს ხდის სახის კანს. რამდენიმე წელია, ვიყენებ საზამთროს კოსმეტიკას და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- რბილი ქსოვილი დაასველეთ საზამთროს წვენში და დაიფინეთ სახეზე 15 - 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
- საზამთროს რბილობი დაჭყლიტეთ და დადგით 1 - 2 საათი, გამოწურეთ წვენი - დაახლოებით 400 მლ. შეურიეთ 1 ს/კ თაფლი და 1 ჩ/კ მარილი. მარილის გახსნის შემდეგ ნარევი გაწურეთ და დაუმატეთ 200 მლ არაყი. ლოსიონიც მზადაა. ამ ლოსიონით სახე უნდა გაიწმინდოთ და 1 - 2 საათის განმავლობაში არაფერი წაისვათ. ლოსიონი უნდა შეინახოთ მაცივარში - ამგვარად ერთ წლამდე გაძლებს. შედეგი გაგაოცებთ.
- კიდევ ერთი რეცეპტი:
1/2 ჩ/ჭ მანანის რძიან სქელ ფაფას შეურიეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 2 - 2 ჩ/კ საზამთროს წვენი, თაფლი და ზეთი, 1/2 ჩ/კ მარილი. ნიღაბი დაბანილ კანზე უნდა დაიდოთ 1/2 საათით, კვირაში ორჯერ.
ექიმის კომენტარი:
საზამთროს რბილობი შედგება უმთავრესად წყლისგან, შეიცავს B1, B2, PP, C ვიტამინებს და ბიოაქტიურ ნივთიერებებს. კოსმეტოლოგიაში საზამთროს გამოყენება უკავშირდება მის დამატენიანებელ ეფექტს, რაც კანს არბილებს და აფერხებს დაბერების პროცესს.