საფუვრის ნიღაბმა ახალგაზრდობა დამიბრუნა...
საფუარი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია პურისა და საკონდიტრო მრეწველობა, იმდენად მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომ კანზე საოცარი მატონიზებელი მოქმედება აქვს, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, თანაც მშვენივრად ასუფთავებს ფორებს. ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ გთავაზობთ, რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოშვებული კანისთვის:
მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი რჩევა. მოგეხსენებათ, ზაფხული ხილ-ბოსტნეულის სიუხვით გვანებივრებს. მათ შორის გემოთი და სასარგებლო თვისებებით საზამთრო გამოირჩევა. მე მას ძალზე ეფექტურად ვიყენებ ნიღბებისთვის. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპიც, რადგან სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება.
დამანოტივებელი ნიღაბი: ამოჭერით საზამთროს რბილობი და დააბლენდერეთ. მსუბუქი მასაჟის მსგავსი მოძრაობით წაისვით ეს ფაფა სახეზე და 10-15 წუთი გაიჩერეთ. ეს ნიღაბი კრავს ფორებს, წყლის მაღალი შემცველობის წყალობით ასუფთავებს კანს, ატენიანებს მას და ამკვრივებს.
ნიღაბი მშრალი კანისთვის: საზამთროს რბილობი გათქვიფეთ ბლენდერში და იმავე მოცულობის ბანანი დაამატეთ. ფორების შემკვრელი თვისების წყალობით ბანანი აძლიერებს საზამთროს ეფექტს.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: ამ ტიპის კანისთვის შესანიშნავია უცხიმო იოგურტი და საზამთრო. ასეთი ნარევი პილინგივით მოქმედებს და გამწმენდ ეფექტს ახდენს. იოგურტი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც საოცრად უხდება ცხიმიან კანს.
- აიღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ ცხიმიანია), კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მკურნალობის კურსი 20 ნიღაბია, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.