ვაშლის ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვარი!

ვაშლის ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვარი!
fpaparazzi წარმოგიდგენთ საუკეთესო დესერტს მეგობრული ჩაისსმისთვის.
საჭირო მასალა:
  • ვაშლი 4-5 ცალი
  • მანის ბურღული 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • ვანილი
  • დარიჩინი
  • კარაქი 60-80 გ
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად
  • სოდა 1 ჩ/კ


მომზადების წესი:
  1. შაქარი, ფქვილი, მანი, სოდა, ვანილი და დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში.
  2. ვაშლი გახეხეთ მსხვილად.
  3. წაუსვით კარაქი ლითნის ფირფიტას.
  4. მშრალი მასა გაყავით 4 ნაწილად. ვაშლი გაფცქვენით და გაჭერით 3 ნაწილად.
  5. მოაყარეთ მშრალი მასის ნახევარი გამოსაცხობ ფირფიტას და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ფენად დაალაგეთ ვაშლი.
  6. შემდეგ კვლავ მშრალი მასა და ასე შემდეგ...
  7. ზედა ფენა მშრალი უნდა იყოს. სულ ზემოდან მოახეხეთ გაყინული კარაქი.
  8. შედგით ნამცხვარი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-50 წუთი.
  9. შემდეგ გააცივეთ ნამცხვარი და სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!