უგემრიელესი ნამხვარი, რომელსაც სტუმრები გაცივებას არ აცდიან
ამ ნამცხვრის მომზადების წესი, ერთი შეხედვით, უცნაურია. მშრალი ცომი, ვაშლი, ცხელი რძე - უჩვეულო ნაზავია. თუმცა, პირველი შთაბეჭდილება მცდარია: მიუხედავად ყველაფრისა, ნამცხვარი გემრიელი და არომატული გამოდის.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა მანანის ბურღული
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა რძე
- 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 5 ცალი ვაშლი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
მომზადება:
- მოურიეთ ინგრედიენტები.
- გახეხეთ ვაშლი და დაუმატეთ ლიმონის წვენი.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ჩაყარეთ 1 ჭიქა მშრალი ნაზავი, გაატანაბრეთ, მოაყარეთ 1/3 ვაშლის მასა. გაიმეორეთ.
- მესამე ფენა ვაშლს რომ მოაყრით, თანაბრად დაასხით 1 ჭიქა მდუღარე რძე. დაჩხვლიტეთ დანით ან ჩანგლით, რათა ქვედა ფენამდეც ჩააღწიოს.
- გამოაცხვეთ ნამცხვარი 50-60 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.