უნაზესი და საოცრად არომატული ვაშლის ტორტი

უნაზესი და საოცრად არომატული ვაშლის ტორტი
fpaparazzi გთავაზობთ ვაშლის ტორტის რეცეპტს, რომელიც თქვენი ოჯახის ყველა წევრს მოეწონება და მას ხშირად მოამზადებთ.
საჭირო მასალა:
  • 1,5 კგ ვაშლი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა მანის ბურღული
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • 100 გ კარაქი

მომზადება:
  1. ფქვილი, მანის ბურღული, შაქარი და სოდა ვაშლის ძმრით აურიეთ ერმანეთში.
  2. ვაშლი გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  3. ფორმას წაუსვით კარაქი.
  4. გახეხილ ვაშლს მოაყარეთ მანის ბურღული.
  5. ფორმაში გააკეთეთ შემდეგი თანამიმდევრობით ფენები: 1 ფენა - მშრალი მასა; 2 ფენა - გახეხილი ვაშლი; მშრალი ფენა იმ სისქის უნდა იყოს, რომ ვაშლი არ გამოჩნდეს. ხოლო ვაშლის ფენა - დაახლოებით 1 სმ სისქის. დაიწყეთ და დაასხულეთ ფენები მშრალით.
  6. სულ ზემოდან გაანაწილეთ თანაბრად თხლად დაჭრილი 100 გ კარაქი.
  7. შედგით ტორტი 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
  8. როცა გამოცხვება, არ გამოიღოთ მაშინვე ღუმელიდან. აცადეთ იქვე გაცივება.
  9. ოპტიმალური ვარიანტია: საღამოს ვაცხობთ - დილით მივირთმევთ!

გემრიელად მიირთვით!