კეფირისა და არაჟნის სოუსი სალათებისთვის
fpaparazzi უგემრიელესი და ძალიან მარტივი სოუსის რეცეპტს გთავაზობთ.. ძალიან უხდება სალათებსა და კარტოფილს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- არაჟანი 3 ს/კ
- მაიონეზი 2 ს/კ
- კეფირი 1 ჭიქა
- ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
- ლიმონის წვენი 1 ს/კ
- მწვანე ხახვი 3 ღერი
- ოხრახუში რამდენიმე ღერი
- კამა პატარა კონა
- ნიორი 1 კბილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ყველა ინგრედიენტი და კეფირის ნახევარი მოათავსეთ ბლენდერში.
- დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და დააბლენდერეთ დიდი სიჩქარით.
- დაუმატეთ დარჩენილი კეფირი და კვლავ ათქვიფეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- გადაიტანეთ ქილაში და დააფარეთ ჰერმეტულად.
- ინახება მაცივარში ერთი კვირის მანძილზე.
გემრიელად მიირთვით!