ბერძნული სოუსი ძაძიკი

ბერძნული სოუსი ძაძიკი
fpaparazzi ძალიან გემრიელ და ადვილად მოსამზადებელი სოუსის რეცეპტს გთავაზობთ. აუცილებლად სცადეთ.

საჭირო მასალა:
  • კიტრი- 1 ცალი
  • ნიორი- 1 კბილი
  • ½ ლიმონის წვენი
  • იოგურტი- 125 მლ
  • ზეითუნის ზეთი-1ს.კ
  • მწვანილი (გემოვნებით)- 1 კონა


მომზადების წესი:
1. კიტრი გათალეთ და გახეხეთ. ზედმეტი წვენი გადააქციეთ
2. ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ გახეხილ კიტრს შემდეგ კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
3. მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
4. მიღებული მასა ათქვიფეთ იოგურტთან ერთად. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით.