უგემრიელესი იტალიური მწვანე სოუსი პესტო

უგემრიელესი იტალიური მწვანე სოუსი პესტო
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს უგემრიელესი სოუსი ოხრახუშისა და გოგრის თესლისგან - საოცრად უხდება სალათებს, პასტას, ტოსტებსა და ლაზანიას.
საჭირო მასალა:
  • 1 დიდი კონა ოხრახუში
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 50 გ გოგრის თესლი
  • 30-50 გ წვრილად გახეხილი პარმეზანი ან სხვა მაგარი სახეობის ყველი
  • 50-100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 50-100 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ომზადება:
  1. გარეცხეთ ოხრახუში, მოაჭერით უხეში ღერები და გააშრეთ.
  2. გოგრის თესლი მოხალეთ მშრალ ტაფაზე რამდენიმე წუთი.
  3. ნიორი გაფცქვენით და დაჭერით.
  4. მოათავსეთ ოხრახუში, ნიორი და გოგრის თესლი ბლენდერში და ათქვიფეთ.
  5. დაუმატეთ გახეხილი ყველი და ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
  6. თუ გსურთ უფრო ნაზი კონსისტენცია მიიღოთ, დიდხანს ათქვიფეთ.
  7. პესტო მზად არის!
  8. თუ შენახვა გსურთ, მოათავსეთ სუფთა ქილაში, დაასხით ზემოდან ზეითუნის ზეთი და შეინახეთ მაცივარში 5-7 დღე.