4 შეცდომა, რომელსაც ყოველდღიური თავის მოვლის პროცედურებისას ვუშვებთ
ამ სტატიაში გთავაზობთ იმ შეცდომებს, რასაც ყოველდღიურად ვუშვებთ თავის მოვლის რუტინული პროცედურების დროს.
შამპუნის ჭარბი გამოყენება
რა თქმა უნდა, შამპუნი კარგად აცილებს ჭუჭყს, მაგრამ ის ასევე ჩამორეცხავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ტენს აკავებს ჩვენს თმასა და კანში. გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში ის თმის გამოშრობას იწვევს, ასევე აშორებს თმის შემფერავ პიგმენტს და თმა ხუნდება.
ნუ გამოიყენებთ ღრმა გასუფთავების თვისებების მქონე შამპუნს ხშირად. ასეთი საშუალებების გამოყენება სასურველია თვეში ერთხელ.
ყოველდღიური მოხმარებისთვის ნაზი მოქმედების, დამატენიანებელი შამპუნი გამოიყენეთ.
ერთი და იგივე აბაზანის ღრუბლის დიდხანს გამოყენება
ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის შეცვალეთ აბაზანის ღრუბელი? თუკი თქვენ ვერ უპასუხებთ ამ კითხვას, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ ის.
გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენს ღრუბელს გამოყენების შემდეგ აბაზანაში ტოვებთ, ის ხდება ბაქტერიების ბუდე, თქვენ კი ამ ღრუბლით ყოველდღე იბანს ტანს. თუ აბაზანა უნაკლოდ სუფთაა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ იქ ბაქტერია არ არის. ასეთი ორგანიზმები ძალიან მალე მრავლდებიან ტენიან და თბილ გარემოში, ასეთი გარემო კი ყველა აბაზანაშია. თუკი ღრუბელს ხშირად არ გამოცვლით, ბაქტერიები თქვენს კანზე გადმოინაცვლებენ.
გამოყენების შემდეგ კარგად გაავლეთ და გაწურეთ ღრუბელი, შემდეგი კი დაკიდეთ ისეთ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება.
დერმატოლოგების რჩევით, ღრუბელი ყოველ 3-4 კვირაში უნდა ცვალოთ.
ყურის უხეშად წმენდა ჩხირით
ექიმები ამის სასტიკი წინააღმდეგნი არიან. ამით თქვენ ყურის ინფექციების საფრთხე გექმნებათ. ჩხირის გამოყენების ნაცვლად, ყური გამოიწმინდეთ თითის წვერზე დახვეული ხელსახოცით.
კბილების გამოხეხვა ჭამის შემდგომ
სადილის შემდეგ ჩვენ კბილების გამოსახეხად გავრბივართ. არადა მინიმუმ 30-წუთიანი ინტერვალია საჭირო, რადგან კვების შემდეგ ჩვენი კბილის მინანქარი ძალიან მდგრძნობიარეა, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოხეხვის შემთხვევაში შეიძლება ადვილად დაზიანდეს.