8 შეცდომა, რის გამოც თმა ფუჭდება

8 შეცდომა, რის გამოც თმა ფუჭდება
თმის მტვრევადობა, ცვენა, ჩამქრალი ფერი და მოცულობის არქონა ხშირად სერიოზული დაავადებების ბრალი არ არის. როდესაც თმა საშინელ მდგომარეობაშია, ვუფიქრდებით, რომ არასწორად ვუვლით მას. ამ შემთხვევაში, გვართებს ტაქტიკის შეცვლა. ჩვენს მასალაში აღმოაჩენთ 8 შეცდომას, რის გამოც თმა უსიცოცხლო ხდება. ნუ დაუშვებთ მათ!

თმის რეზინი


იმდენად მივეჩვიეთ ამ აქსესუარს, არც ვუფიქრდებით, რომ უბრალო რეზინი თმას ძლიერ აზიანებს. ყოველ ჯერზე, როდესაც იხსნით, მას უამრავი ჯანსაღი თმა მოჰყვება.

ნუთუ უარის თქმა მოგვიწევს? არა, უბრალოდ, შეარჩიეთ მოდელი. უარი თქვით ნეილონის რეზინებზე და გადადით რბილ ან ლაიკრის რეზინებზე, რომლებიც თმას მჭიდროდ არ კრავს და არ ხლართავს.

მაღალი კუდი

მაღალი, ცხენის კუდი ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ თმის წინა მხარის ველს ძალიან ძაბავს. წესი მარტივია: ჩამოსწიეთ კუდი ცოტათი დაბლა და ნუ შეიკრავთ მჭიდროდ - თმას ნაკლებ ზიანს მიაყენებთ და დაიცავთ ცვენისგან.


თმის პირსახოცით გამშრალება

სველი თმა ძალზედ მოწყვლადია. არასოდეს დაივარცხნოთ თმა უმალვე, სააბაზანოდან გამოსვლისას და ნუ გაიმშრალებთ მას რბილი პირსახოცით, ამისგან თმა მტვრევადი ხდება. უმჯობესია, გაიმშრალოთ ბამბის ქსოვილით ან მიკროფიბრის პირსახოცით. შემდეგ უკვე შეიხვიეთ პირსახოცის ჩალმაში და აცადეთ გაშრობა.

ფენის გამოყენება თავის გარეშე

ფენის თავი იმისათვის არის საჭირო, რომ ჰაერის ნაკადის კონცენტრირება მოხდეს. ღია ფენის გამოყენებისას, ხელს უწყობთ თმის გამოშრობას. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო სწრაფად გაიშროთ.

სქელი თმის გაშრობა ფენის გარეშე

თუ ბუნებამ სქელი თმით დაგაჯილდოვათ, სწორედ ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ფენის გარეშე მისი გაშრობა. იმ დროს, როდესაც თმა შრება, თმის ღია ქერცლები აირევა და შეიძლება დაზიანდეს. უბრალოდ, გამოიყენეთ ფენი სწორად: ნუ შეუშვერთ ახლოს და ნუ გამოიყენებთ მაქსიმალურ ტემპერატურას.

თმის უთოს მაგრად მოჭერა

არასოდეს გამოიყენოთ თმის უთო სიჩქარეში. აუცილებლად დაწვავთ თმას და ჩალას დაამსგავსებთ. გამოიყენეთ უთო მუხრუჭების ფუნქციით, დაზიანების რისკის დასაწევად. და ნუ მოუჭერთ მას ისე, თითქოს თხილს ტეხავთ. მაგარი მოჭერით თმა უფრო სწორი ვერ გახდება, აი დამტვრევით კი დაამტვრევთ.

არასწორი შამპუნი


კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენეთ ღრმა გასუფთავების მქონე ეფექტის შამპუნი. და ნუ დაივიწყებთ ნიღბებსა და კონდიციონერებზე. დაბანის შემდეგ თმა აღდგენას საჭიროებს.

მზეზე დიდ ხანს ყოფნა


ყველამ ვიცით, როგორ იწვის კანი მზეზე. აი თმას კი ამ შემთხვევაში ნაკლები ყურადღება ექცევა. და ეს არასწორია. ატარეთ დიდი შლაპები მზიან ამინდში, გამოიყენეთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სპრეები.