თუ თმა გცვივათ, არ გააკეთოთ ეს ხუთი რამ

თუ თმა გცვივათ, არ გააკეთოთ ეს ხუთი რამ
30 წლისთვის ქალების 30% თმის ცვენის პრობლემა აქვს. 50 წლისთვის ეს სტატისტიკა 50%-ს უტოლდება. თმის ცვენა მასშტაბური პრობლემაა. ხანდახან უბრალო მიზეზითაა გამოწვეული, თუმცა ხანდახან ამის მიზეზია:

არასაკმარისი რაოდენობის პროტეინი
თუ თქვენ დიეტაზე ხართ და პროტეინი შეზღუდეთ, თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება აღარ იმუშაოს თმის გაზრდაზე. ეს საგრძნობი გახდება პროტეინის მიღების შეკვეციდან ერთ ან ორ თვეში. მიიღეთ სუფთა პროტეინი თევზიდან, კვერცხიდან და ცერცვიდან.

სტრესის ჰორმონები - ფიზიკური და ემოციური სტრესის შედეგი
ნებისმიერ სტრესს შედეგად თმის ძლიერი ცვენა მოჰყვება. თმის ზრდა პროგრამირებული ციკლია, ზრდის, შესვენებისა და ცვენის ფაზებით. დიდი ემოციური და ფიზიკური სტრესი ციკლს წყვეტს და „ჭედავს“ ცვენის ფაზაში. სტრესთან გამკლავების შემდეგ თმის ცვენის პრობლემა 2-3 თვეში მოგვარდება.

ცხიმის ნაკლებობა
თუკი თქვენ უცხიმო დიეტაზე ხართ, ნაკლებ კალორიასთან და მკვებავ ნივთიერბებთან ერთად, ნაკლებ თმასაც მიიღებთ. თქვენ არასაკმარისად იღებთ ომეგა 3 და 6 ცხიმოვან მჟვებს, რომლებიც კვებავენ თავის კანს და აბალანსებენ თმის ზრდას. მიმართეთ ბალანსირებულ დიეტას, რომელიც სასარგებლო ცხიმებს არ გამორიცხავს (მაგ. ქოქოსი, ავოკადო, თხილეული), ეს თქვენთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

წამლები
ზოგიერთი წამალი, მაგალითად ბეტა-ბლოკატორები, ანტიდეპრესანტები, სისხლის გამათხელებლები, მეტოტრესატი, ლითიუმი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - იწვევს თმის ცვენას. თუკი ამგვარ პრეპარატებს იღებთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს შესაძლო ალტერნატივებზე.

თმის მოვლის საშუალებების გადაჭარბებული გამოყენება
თმის ღებვა, შამპუნის ხშირი მოხმარება, სხვა საშუალებები და ექსპერიმენტირება თმაზე საკმაოდ ტრავმულია თქვენი ფოლიკულებისთვის და თმის ცვენას იწვევს. ექსპერტები გვირჩევენ, ბუნებრივად გავიშროთ თმა და თავი შევიკავოთ დასახვევი თუ გასასწორებელი უთოების გამოყენებისგან კვრიაში ერთხელ ან ორჯერ. ასევე შეზღუდეთ თმის საშრობით სარგებლობა.