წითელი ლობიოს წვნიანი პომიდორით და სანელებლებით

წითელი ლობიოს წვნიანი პომიდორით და სანელებლებით
fpaparazzi ლობიოს მომზადების ახალ ვერსიას გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • წყალი - 2 ლ
  • პომიდორი - 4 ც.
  • წითელი ლობიო - 1 ჭიქა
  • ხახვი - 2 ც.
  • სტაფილო - 1 ც.
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ბულგარული წიწაკა - 1 ც.
  • ნიორი - 5 კბილი
  • დაფნის ფოთოლი - 1 ც.
  • სურნელოვანი შავი წიწაკის ბურთულები - 4 ც.
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
  • ხმელი სუნელი - გემოვნებით
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.


მომზადება:
  1. ბოსტნეული დაჭერით, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.
  2. როცა ადუღდება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, წიწაკის ბურთულები და დაფნის ფოთოლი.
  3. პომიდორი დაჭერით და ცოტათი მოშუშეთ ზეთში. შემდეგ დაამატეთ ბოსტნეულს.
  4. როცა ბოსტნეული მოიხარშება, დაამატეთ წინასწარ მოხარშული ლობიო და წვრილად დაჭრილი ნიორი.
  5. დააყარეთ მარილი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.
  6. შემდეგ გამორთეთ და დატოვეთ 15 წუთით დასაყენებლად.
  7. ჭამის წინ მოასხით კერძს ლიმონის წვენი და დააყარეთ დაჭრილი ოხრახუში.


გემრიელად მიირთვით!