წითელი ლობიო იმერულად

წითელი ლობიო იმერულად
კეცის მჭადი, მწნილი და ლობიო - რა ჯობია ამ კომბინაციას?! fpaparazzi წითელი ლობიოს შეკმაზვის იმერულ წესს გიზიარებთ.

საჭირო მასალა:

  • 1 ცალი ცხარე წიწაკა
  • მარილი
  • ხმელი ქინძი
  • 300 გ ხახვი
  • 1 კგ წითელი ლობიო
  • 50-50 გ ნიახური და ტახრუნი
  • 0,5 ჩ/კ ტყემალი
  • 100-100 გ ქინძი და ოხრახუში


მომზადების წესი:

  1. წინასწარ ცივ წყალში დამბალი ლობიო მოხარშეთ კარგად და ჩაზილეთ.
  2. დაუმატეთ ტყემალი და წმინდად დაჭრილი ხახვი, მწვანილი და წიწაკა.
  3. შეანელეთ მარილითა და ხმელი ქინძით და ხარშეთ კიდევ დაახლოებით 3-5 წუთი, სანამ სქელ, არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.
  4. სუფრასთა მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!