რით არის საშიში პანკრეატიტი და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ!
პანკრეატიტი. თუ თქვენ ძლიერი ტკივილები გაწუხებთ მუცლის ზედა ნაწილში ( გულის კოვზთან, ნეკნებქვეშ - მარჯვნივ ან მარცხნივ , ან კიდევ ყველა მხრიდან), არ დატოვოთ უყურადღებოდ. სწორედ ამ შეგრძნებებით იწყება პანკრეატიტი - კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება.
კუჭქვეშა ჯირკვალი მომცრო ორგანოა, რომელიც კუჭის უკანა კედლის მიღმა მდებარეობს; გამოიმუშავებს პანკრეატულ წვენს - ნივთიერებას, აუცილებელს საჭმლის მოსანელებლად, რომელიც ნაღველთან ერთად ექცევა თორმეტგოჯა ნაწლავში და საჭმლის მომნელებელი პროცესის დასრულებაში მონაწილეობს. პანკრეატული წვენის პარალელურად კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს აგრეთვე ინსულინსაც - უმნიშვნელოვანეს ჰორმონს, რომელიც პირდაპირ სისხლში ხვდება. ამრიგად, ეს ორგანო ერთდროულად ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს; ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
პანკრეატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.
ორივე შემთხვევაში ავადმყოფს სტანჯავს გამუდმებული ყაბზობა, აირების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში, სიმშრალე პირის ღრუში.
ხშირად პანკრეატიტი იწყება კუჭქვეშა ჯირკვლის ტრავმის ( ძლიერი დარტყმა მუცელში, შემღწევი ჭრილობა მუცლის ღრუში და სხვა. ), სისხლძარღვების ან ინფექციურ დაავადებათა შედეგად.
რით არის საშიში პანკრეატიტი?
მიშვებულ დაავადებას კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვევასთან მივყავართ. ამიტომ ავადმყოფმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს. პანკრეატიტის ამოცნობა ყოველთვის როდია ადვილი. თანაც, პანკრეატიტი არ გამორიცხავს მთელ რიგ სახიფათო გართულებებს. ეს შეიძლება იყოს: ჩირქოვანი ანთება ( პანკრეანეკროზი ), პერიტონიტი ( მუცლის აპკის ანთება ), კუჭის ან ნაწლავების კედლების კვდომა, სეფსისი და აგრეთვე, შაქრიანი დიაბეტი.
რა საკვირველია უფრო მიზანშეწონილი იქნება, როგორც სხვა ნებისმიერი სენის, ისე პანკრეატიტის თავიდან აცილება, ვიდრე მისი მკურნალობა; მით უმეტეს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გასათვალისწინებელია ძალზე მარტივია:

- არ გამოიყენოთ ბოროტად ალკოჰოლი, ხოლო თუ მაინც გსურთ დალევა, თავი აარიდეთ საეჭვო ხარისხის სპირტიან სასმელებს.
- ეცადეთ სწორად იკვებოთ, ზედმეტი არ ჭამოთ; გვერდი აუარეთ "შაურმის", " ჩებურექის", "ჰოთ - დოგისა" და სხვა სახელდახელო საჭმელების ფარდულებს.
- თუ წესრიგში არ გაქვთ ნაღვლის ბუშტი - მას რაც შეიძლება სწრაფად უმკურნალეთ.
- თუ გადამეტებული წონის ბრძანდებით ან დროდადრო განიცდით ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, თუკი თქვენი ახლობლებიდან ვინმე უკვე იტანჯება პანკრეატიტით, დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.
- რეგულარული ტკივილის და დისკომფორტის დროს ნუ მივარდებით წამლებს ექიმის რჩევის გარეშე: თუ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციები დარღვეულია, ნებისმიერ ყველაზე უვნებელ პრეპარატსაც კი, თუნდაც ისეთს როგორიც ფესტალია, დახმარება კი არა, ზიანის მოტანა შეუძლია.
- მიირთვით ზღვის კომბოსტო, ხაჭო და ხენდრო.
ყავისა და ჩაის მაგივრად სვით ვარდკაჭაჭასგან მომზადებული სასმელი: ერთ ჭიქა მდუღარე წყალში მოათავსეთ 1 ჩ/კ გამხმარი დაქუცმაცებული ფესვები ან ფხვნილი, დააყენეთ 5 - 10 წთ. შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით.