გაიმჯობესეთ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირება! 4 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი
კუჭქვეშა ჯირკვალი - ორგანო, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკისრება ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სწორედ ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს უმნიშვნელოვანეს ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საჭმლის მონელების პროცესში, ინსულინს, რომელიც არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს შეიძლება ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვითარდეს ქრონიკული პანკრეატიტი. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფემრენტების გამომუშავების პროცესი და ორგანიზმში თავს იჩენს ინსულინის დეფიციტი. ქრონიკული პანკრეატიტისთვის დამხასიათებელია ძლიერი ტკივილები ნეკნებ ქვეშ, მეტეორიზმი, დიარეა, მუდმივად ღებინების შეგრძნება და ა.შ. დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტიც, რადგან ჩვენი ორგანიზმი ქრონიკული პანკრეატიტის დროს ინსულინის დეფიციტს განიცდის.
რამდენიმე ეფექტური საშუალება კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ:
რეცეპტი №1
კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა კამის თესლი. 1 ჩაის კოვზ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გაფილტრეთ. მიირთვით ნახარში მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში.
რეცეპტი №2
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ალტერნატიული მეთოდი კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ კვების რაციონში შვრიის ფაფის ჩამატებაა. უბრალოდ მოამზადეთ შვრიის ფაფა წყალზე, მარილისა და ზეთის გარეშე. ისაუზმეთ ამ პროდუქტით ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში.
რეცეპტი №3
ლიმონის, ოხრახუშისა და ნივრის ნარევი არაჩვეულებრივია კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ და მისი ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. 300 გრამი ლიმონი კანიანად, 100 გრამი ნიორი და 100 გრამი ოხრახუში გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ის ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ.
რეცეპტი №4
ამ საშუალების მომზადება რეკომენდირებულია საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. თქვენ დაგჭირდებათ 1 ჩაის ჭიქა წიწიბურა და 500 მილილიტრი კეფირი. წიწიბურის მარცვლები გარეცხეთ კარგად და დაასხით მოცემული რაოდენობით კეფირი. დააყოვნეთ ნარევი 12 საათის განმავლობაში. დილით, გაღვიძებისთანავე გაყავით წიწიბურისა და კეფირის ნარევი ორ ულუფად. პირველი ულუფით ისაუზმეთ, ხოლო მეორე ულუფით - ივახშმეთ. მოიქეცით ასე ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!