პანკრეატიტის მკურნალობა ლობიოს პარკის ნახარშით
პანკრეასი კუჭქვეშა ჯირკვალია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში. პანკრეატიტი პანკრეასის ანთებას ნიშნავს. პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის თავის მხრივ იწვევს ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ინფექციას და ჯირკვალის უფრო მეტად დაზიანებას. პანკრეატიტის ორი უმთავრესი მიზეზია ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ნაღვლის ბუშტის კენჭები. მისი გამომწვევი მიზეზები ასევე შეიძლება იყოს მედიკამენტები, ქიმიური ნივთიერებები, ტრამვა და თანდაყოლილი დაავადებები. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ლობიოს პარკის ნახარშს, რომელიც დაგავიწყებთ სად გაქვთ პანკრეასი და ასევე უებარი წამალია სახსრების ტკივილის და დიაბეტის დროს.
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: ხალხურ მედიცინაში ლობიოს ჩენჩოს ნახარში გამოიყენება როგორც ორგანიზმის გამწმენდი, ნივთიერებათა ცვლის აღმდგენი, ქსოვილთა რეგენერაციული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ლობიოს ჩენჩოს ნახარში კარგ შედეგს იძლევა შაქრიანი დიაბეტის, ართრიტებისა და ართროზების, თირკმელ -კენჭოვანი დაავადებებისა და სხვადასხვა ანთებითი პათოლოგიების დროს.
მომზადება და გამოყენების წესი:
- ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ლობიოს პარკს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
- ნახარში სვით 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი სამი კვირაა. მერე დაისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ.