კექსები ფუნთუშების გემოთი - მავნებელი ფრიტიურის გარეშე!

კექსები ფუნთუშების გემოთი - მავნებელი ფრიტიურის გარეშე!
fpaparazzi წარმოგიდგენთ ფაფუკი კექსების რეცეპტს, რომელიც კრემიან ფუნთუშებს მოგაგონებთ, თუმცა ზეთში არ იწვება!

საჭირო მასალა:
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 1 ½ ჭიქა ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი
  • ¼ ჭიქა ზეთი
  • ¾ ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ს/კ კარაქი
  • ½ ჭიქა შაქარი მოსაყრელად (შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი)


მომზადების წესი:
1. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. წაურვით ფორმებს კარაქი.
2. დიდ ჯამში ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი გათეთრებამდე.
3. პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი მარილი, გამაფხვიერებელი და მუსკატის კაკალი.
4. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხისა და ფქვილის მასა, ჩაუმატეთ ზეთი, რძე და ვანილის ექსტრაქტი. მოზილეთ ცომი.
5. ცომი გაანაწილეთ 10 ფორმაში, გაავსეთ თითოეული დაახლოებით ¾ -ით.
6. აცხვეთ 15-18 წუთი, სანამ ხის ჩხირი მშრალი არ ამოვა.
7. სანამ კექსები ცხვება, გაადნეთ კარაქი. ცალკე პატარა ჯამში ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი (1/2 ჭიქა), თუ გნებავთ დაუმატეთ დარიჩინიც და აურიეთ.
8. როცა კექსები მზად იქნება, ფუნჯით გადაუსვით გამდნარი კარაქი და ამოავლეთ შაქარში. მოათავსეთ კექსები ცხაურზე და ასე გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით