ეს ბუტერბროდები პირველივე გასინჯვის შემდეგ შეგიყვარდებათ
fpaparazzi გთავაზობთ ბუტერბროდების რეცეპტს, რომელში შემავალი ინგრედიენტებიც ერთი შეხედვით მარტივი და უბრალოა, მაგრამ ერთად ნამდვილ კულინარიულ შედევრს ქმნიან!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- მარილში გამოყვანილი სკუმბრია 200-250 გ
- ქამა სოკო 100 გ
- მოხარშული კვერცხი 1 ცალი
- ახვი 1 თავი
- ნიორი 2-3 კბილი
- არაჟანი ან უცხიმო მაიონეზი 5 ს/კ
- ბაგეტი ან ბატონი
მომზადების წესი:
- დაჭერით სოკო პატარა კუბიკებად, ხახვი თხელ წრეებად, ნიორი - წვრილად. ყველაფერი მოხრაკეთ ზეთში.
- სკუბმრია გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- მოხარშული კვერცხიც კარგად დააქუცმაცეთ.
- ყველა ინგრედიენტი ერთად აურიეთ და შეაზავეთ არაჟნით ან მაიონეზით.
- დაჭრილი ბაგეტი ან ბატონი შეგიძლიათ ოდნავ დაბრაწოთ მშრალ ტაფაზე ან გახუხოთ ღუმელში.
- წაუსვით მიღებული პაშტეტი პურის ნაჭრებზე და მორთეთ მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!