ეგზოტიკური სალათა ნიგვზითა და კალმარებით

ეგზოტიკური სალათა ნიგვზითა და კალმარებით
fpaparazzi ეგზოტიკური და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • 500 გ კალმარები
  • 300 გ ქამა სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 70 გ ნიგოზი
  • 100 გ მაგარი სახეობის ყველი
  • ნიორი 1 კბილი
  • მაიონეზი
  • მარილი
  • მწვანილი მოსართავად


მომზადების წესი:
1. გაფცქვენით კალმარები და ხარშეთ მარილწყალში 3 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ საწურზე.
2. ხახვი წვრილად დაჭერით, სოკო - თხელ ფირფიტებად. მოხრაკეთ ხახვი და სოკო ზეთში, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
3. ნიგოზი დააბლენდერეთ. ნახევარი დაუმატეთ სოკოს, ნაწილი კი დაიტოვეთ მოსართავად.
4 ხახვი გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ სოკოს.
5. გაგრილებული კალმარები დაჭერით ჩხირებად და დაუმატეთ სალათს.
6. გახეხეთ წვრილად ნიორი, შეურიეთ მაიონეზს და დაუმატეთ სალათს.
7. კარგად აურიეთ და მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი და დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!