შემწვარი სულუგუნი კვერცხით - უგემრიელესი საუზმე

შემწვარი სულუგუნი კვერცხით - უგემრიელესი საუზმე
fpaparazzi ნოყიერი და ძალიან გემრიელი საუზმის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • 4 სქელი ნაჭერი სულუგუნი
  • 1 მოზრდილი, მწიფე პომიდორი
  • 2-4 კვერცხი
  • ფქვილი
  • ერბო ან კარაქი
  • რამდენიმე ღერი მწვანილი (ქინძი, ტარხუნა, რეჰანი)
  • მარილი და პილპილი
  • პური ბუტერბროდისთვის


მომზადების წესი:

  1. სულგუნის ნაჭრები იმხელა უნდა იყოს, რომ თავისუფლად მოთავსდეს სქელძირიან ტაფაზე.
  2. შეამშრალეთ ყველი ქაღალდის ხელსახოცით, ამოავლეთ ფქვილში.
  3. დაჭერით პომიდორი თხელ წრეებად და მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ მოაპკუროთ ზეითუნის ზეთი.
  4. კვერცხი ათვიფეთ ცალკე ჯამში, და უმატეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. დაჭერით წმინდად მწვანილის ფოთლები, ღერები მოაცილეთ.
  5. გაახურეთ ტაფა, გაადნეთ კარაქი ან ერბო. დაფერთხეთ სულუგუნის ნაჭრები, რათა მოშორდეს ზედმეტი ფქვილი და ერთდროულად დაალაგეთ ტაფაზე. ცეცხლი უნდა იყოს მაქსიმალური.
  6. დაახლოებით 1,5-2 წუთში სულუგუნი გაიკეთებს დაბრაწულ ფუფხს, საიდანაც სულუგუნი გამოჟონავს. გადმოაბრუნეთ ბრტყელი ნიჩბით სულუგუნი და მაშნვე დაადეთ ზემოდან პომიდვრის ნაჭერი.
  7. 2 წუთში ჩაასხით ტაფაში კვერცხი და 1 წუთში მოაყარეთ მწვანილი.
  8. დააფარეთ თავსახური, დაუკელით ცეცხლს და შეწვით ბოლომდე.
  9. სუფტასთან მიიტანეთ რბილი პურის ნაჭრებით ან ტოსტებით.

გემრიელად მიირთვით