კბილების მათეთრებელი ნატურალური საშუალება. დაუბრუნეთ თქვენს ღიმილს სიქათქათე!

კბილების მათეთრებელი ნატურალური საშუალება. დაუბრუნეთ თქვენს ღიმილს სიქათქათე!
ქათქათა ღიმილისთვის არ არის აუცილებელი, კბილების გათეთრების ძვირად ღირებული პროცედურები ჩაიტაროთ. ნადების მოცილება ნატურალური საშუალებებით არის შესაძლებელი, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ.

ამ რეცეპტების გამოყენებით, არამხოლოდ გაითეთრებთ კბილებს, არამედ, პირის ღრუს ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ.
კბილების მათეთრებელი ნატურალური საშუალებები

რძის ფხვნილი

რძის ფხვნილი შესანიშნავად ათეთრებს კბილებს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, კბილის პასტასთან შეხამებით. რძეში შემავალი კალციუმი ამაგრებს ღრძილებსა და კბილებს.

მცენარეული ზეთი

ზეითუნის, ქოქოსის ან კუნჯუთის ზეთი ასევე ეფექტურად წმენდს კბილებს და პირის ღრუს ლორწოს. გაიჩერეთ პირის ღრუში ზეთი ცოტა ხნით და ენით მოუსვით კბილებზე.

სოდა და ლიმონის წვენი

სოდისა და ლიმონის წვენის ნარევი კბილის ზედაპირს გააპრიალებს. შედეგ უკვე პირველივე გამოყენებისთანავე შესამჩნევი გახდება.

ჭინჭარი, სალბი, პიტნა

ამ მცენარეების ნახარში სააფთიაქო ნაყენებზე არანაკლებ ეფექტურად ათეთრებს კბილებს. გაივლეთ პირის ღრუ სამკურნალო მცენარეებით და დაივიწყეთ კბილების პრობლემაზე!

ეს საშუალებები დაგეხმარებათ, აღარ იდარდოთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ღიმილი. ჩააბარეთ წარსულს კბილების სიყვითლე და გამოიყენეთ ეს მარტივი მეთოდები.