ფაფუკი და არომატული ლომონის ღვეზელი
fpaparazzi-მა შეგირჩიათ რეცეპტი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეგიძიათ მოამზადოთ და ძალიან გემრიელია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- არაჟანი- 250გ
- კარაქი- 110გ
- სოდა- ½ ჩ.კ
- ფქვილი- 2ჭიქა
- ლიმონი ან ფორთოხალი- 1,5 ცალი
- შაქარი- 1 ჭიქა
- კვერცხის გული 1 ცალი
- შაქრის პუდრა
მომზადების წესი:
- არაჟანში აურიეთ სოდა.
- კარაქი გაადნეთ და შეურით არაჟანში. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- ნელ-ნელ დაუმატეთ ფქვილი. როდესაც 1.5 -ს ჩაყრით, დანახეთ- თუ ცომი ხელზე გეწებებათ, კიდევ დაუმატეთ. მირებული ცომი გაყავით ორ ნაწილად.
- ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით და დააბლენდერეთ.
- დაბლენდერებული ციტრუსი აურიეთ 1 ჭიქა შაქარში.
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ცომის ერთი ნაწილი ძირითად ფენად მოათავსეთ საცხობ ფორმაში და ამოუწიეთ კიდეები.
- შემდეგ დაასხით ციტრსის გულსართის ნაწილი და კარგად გაანაწილეთ, შემდეგ კი ცომს თავზე მეორე ნაწილი გადააფინეთ და დარჩენილი გულსართი წაუსვით.
- ღვეზელს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. მზა ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!