აბრეშუმივით ნაზი და არომატული გოგრის კექსი

აბრეშუმივით ნაზი  და არომატული გოგრის კექსი
fpaparazzi-მა საოცარი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ. ის სასარგებლოა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ამასთან სეზონურია. არ გაუშვათ, შანსი მოამზადოთ ეს უგემრიელესი ნამცხვარი გოგრის სეზონზე.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 250 გ
  • გოგრის რბილობი 760 გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ქოქოსის რძე 400 მლ
  • ვანილის შაქარი 1 შეკვრა
  • შაქარი 50 გ
  • კარაქი 100 გ
  • ცხიმი ფორმაზე წასასმელად
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად

მომზადება:
  1. დაჭერით გოგრა 1 სმ სისქის კუბიკებად და ორთქლზე მოხარშეთ.
  2. მოხარშული გოგრა დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გააცივეთ.
  3. ქოქოსის რძე ჩაასხით პატარა ჯამში, დაუმატეთ ვანილის შაქარი და შეათბეთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე. გააგრილეთ.
  4. გოგრის პიურეს შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხი.
  5. ნელ-ნელა ჩაასხით ქოქოსის რძე და შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.
  6. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  7. ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 1,5-2 საათი.
  8. გამოიღეთ კექსი ღუმელიდან და გააჩერეთ ფორმაში 10 წუთი.
  9. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააცუვეთ ცხაურზე.
  10. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!