თმის შეღებვა სახლის პირობებში ქიმიური საღებავის გარეშე!
FPAPARAZZI -ის რედაქცია ახლა გასწავლით როგორ უნდა შეიღებოთ თმა, ნატურალური საღებავით სახლის პირობებში.
თმის შეღებვა ზეჟანგით. თუ გვინდა გვქონდეს მოყვითალო ფერის ქერა თმა, მშრალ თმაზე უნდა წავისვათ ზეჟანგი. ყველა თმას ერთნაირად არ ეკიდება არც ზეჟანგი და არც სხვა საღებავები, ამიტომ ჯერ თმის მცირე ნაწილზე უნდა ვსინჯოთ: თუ ფერი მუქი გამოვიდა, ჩავუმატოთ 10 % ადუღებული ცხელი წყალი. შემდეგ გავიშრობთ თმას. თუ ფერი არ დაგვაკმაყოფილებს , იმავე საღებავს გადავისვამთ მეორედ. ერთი საათის შემდეგ თავს დავიბანთ კვერცხის გულით ( საპნის მაგიერ ) და თბილი წყლით.
თმის შეღებვა ურზოლით . 2 ს/კ ცხელ წყალში ჩავყრით 1/4 ჩ/კ ურზოლის ფხვნილს, მოვურევთ და მაშინვე დავასხამთ 3 - 4 ს/კ ზეჟანგს, იქვე ჩავახეხავთ ცოტა საპონს, ჩავაწვეთებთ 10 - 15 წვეთ ნიშადურის სპირტს, ჩავალესავთ ცოტა ფქვილს, რომ ნარევი თხელი, ფაფისებური გახდეს. წამოვაცვამთ ჯოხზე ბამბას, ამოვავლებთ ამ შესქელებულ სითხეში და დავიწყებთ თმის შეღებვას. ჯერ წავუსვამთ თმის ძირებს , რომლებიც უფრო ადრე თეთრდება, შემდეგ ფენა - ფენა ავიღებთ თმას სავარცხლით და საღებავს წავუსვამთ ყველგან თმის მთელ სიგრძეზე. თმის თითოეულ ფენას საღებავს წავუსმევთ ორივე მხარეზე. დაახლოებით 40 წთ-ის შემდეგ დავიბანთ თავს. თუ თმის ფერი არ მოგვეწონა , ე.ი. თუ თმა მოშავო ან ისეთი ფერისაა, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა, მაშინ თავსაბან წყალში ჩავასხამთ ნახევარი ჩაის კოვზ ნიშადურის სპირტს, ამოვავლებთ მასში თმას და ბოლოს სუფთა წყალს გადავივლებთ 2 - 3- ჯერ .
იქ, სადაც ხისტი წყალია, ვეცადოთ თავის დასაბანად შემოვინახოთ წვიმის წყალი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თმა მეტად ღია, მოყვითალო ფერის გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი ხელახლა შეღებვა. დაყენებულ საღებავს ჩავუმატებთ ცოტა ურზოლის ფხვნილს.
ურზოლის ფხვნილი შენახული უნდა გვქონდეს ბნელ ადგილას მოშავო ფერის შუშაში. ( ურზოლი სპეციალური ქვის ფხვნილია. იყიდება აფთიაქებში )
თმის შეღებვა ინითა და ბასმით. ინა და ბასმა იყიდება პაკეტებში. პაკეტში დევს ქაღალდი, რომელშიც განმარტებულია ნატურალური საღებავებით თმის შეღებვის წესები. დავუმატებთ მხოლოდ ერთს: პირველად თმას ვიღებავთ ინით, რომელიც სჯობს გავხსნათ თბილ ჩაის წყალში, ხოლო ბასმა უმჯობესია ჩავალესოთ მაწონში და ისე წავისვათ თმაზე.
თმის ადრე გათეთრების საწინააღმდეგო საშუალება.
თმის გათეთრება ცოტა ხნით, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წლით, მეტად უბრალო საშუალებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ. თმის ძირები და მთელი თმა დღეგამოშვებით ვიზილოთ მჟავე, გახეხილი ვაშლის წვენით. ასეთი საშუალებით ვკვებავთ თმის ძირებს, თან თმას ვაძლევთ მოწითალო, სასიამოვნო ფერს.