ერთი მარტივი პროდუქტი მოგაცილებთ ქერტლს და გაამაგრებს თმას. სავარცხელზე არცერთი ღერი თმა აღარ დარჩება!
შინაურ პირობებში დამზადებულ თმის ნიღბებს შორის პირველ ადგილზე კვერცხის ნარევებია. ეს პროდუქტი ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც ქერტლის წარმოშობას ეწინააღმდეგება, ასევე ვიტამინებს თმის ზრდისთვის და ლეციტინს. ლეციტინი შესანიშნავად აღადგენს თმის სტრუქტურას შეღებვის შემდეგ. ასეთი ნიღბების წყალობით თმა ძლიერი და ჯანსაღი ხდება და სწრაფადაც იზრდება.
როგორ მოვამზადოთ თმის ნიღაბი კვერცხით
როგორ მოვამზადოთ თმის ნიღაბი კვერცხით
- შეურიეთ კვერცხი და რძე თმის დასატენიანებლად და მბზინვარების შესაძენად.
- ღია ფერის თმის მბზინვარებისთვის დაამატეთ კვერცხს რამდენიმე წვეთი ლიმონი.
- კვერცხისა და თაფლის ნაზავი ასტიმულირებს თმის ზრდას.
- მუქი ფერის თმის მბზინვარებისთვის შეურიეთ კვერცხი და ყავისფერი შაქარი.
- კვერცხი და ბანანი თხელ თმას მოცულბას შესძენს.
- ზეითუნის ზეთი და კვერცხი მტვრევად თმას აღადგენს.
- თალგამის ზეთისა და კვერცხის ნარევი შესანიშნავია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
- იგივე თვისებები გააჩნია კვერცხის, კონიაკისა და ზეითუნის ზეთისგან მომზადებულ ნიღაბს.
- დაფქვით მწვანე ჩაი, დაუმატეთ კვერცხი - თმა გასქელდება და ფერი უფრო მკვეთრი გახდება.
- ქერტლისგან გიხსნით კვერცხის, აბუსალათინის ზეთის, ზეითუნის ზეთისა და რამდენიმე წვეთი ლიმონისგან დამზადებული ნიღაბი.