თმის ცვენის და ქერტლის სამკურნალო ეფექტური ხალხური საშუალებები!
ადამიანის თმაზე, ისე როგორც სახეზე, აღიბეჭდება როგორც ხანდაზმულობა, ისე განცდები, ნერვიულობა, ავადმყოფობა, გადაღლა და სხვა. გარდა ამისა, თმაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ყოველგვარი მავნე პროცედურები. თავის ძალიან თბილად შეხვევა მავნებელია როგორც ჯანმრთელობისათვის, ისე თმისათვის; კანის ზედმეტად გადახურება იწვევს თმის ძირების კვების დარღვევას და თმის ცვენას, მავნებელია აგრეთვე თმის მჭიდროდ დაწნა - დაგრეხა.
როგორ გავიმაგროთ თმის ძირები? აი რამდენიმე ხალხური საშუალება:
დაფნის ფოთლის ექსტრაქტი.
100 გრ დაფნის ფოთოლს დავაქუცმაცებთ, ჩავყრით ბოთლში, დავასხამთ ხილის სპირტს ისე, რომ მთლიანად ფარავდეს დაფნას, დავდგამთ 6 დღის განმავლობაში. შემდეგ გავწურავთ და დილა - საღამოს წავისვამთ ბამბით თმის ძირებში.
დაფნის ნახარში.
300 გრ დაფნის ნედლ ფოთოლს ჩავყრით სუფთა ქვაბში, დავასხამთ იმდენ წყალს, რომ მთლიანად დაიფაროს დაფნის ფოთოლი. შევდგამთ ცეცხლზე და ვხარშავთ 30 - 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავწურავთ და ვიხმართ დაბანილ თმაზე გადასავლებად. დროგამოშვებით ამ სითხეში დავისველებთ თმას და შევიმშრალებთ.
მშრალი ქერტლის საწინააღმდეგოდ კარგია შემდეგი ნარევი:
ეს ნარევი დიდხანს ვზილოთ და ვისვათ თმის ძირებზე საღამოობით, დილით თავი დავიბანოთ კვერცხის გულით ან ვაზელინის საპნით.

- ქინაქინის ფხვნილი - 2 გრ
- დარიჩინის ნაყენი - 1 ს/კ
- თეთრი ვაზელინი - 50 გრ