აი, როგორ უნდა მოიშოროთ სინესტე, სოკო და ობი ბინიდან! სცადეთ!

აი, როგორ უნდა მოიშოროთ სინესტე, სოკო და ობი  ბინიდან! სცადეთ!
როგორც ყველასთვის ცნობილია, სინესტე საცხოვრებელ ბინაში მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე საშიშროებას წარმოადგენს ტექნიკური თვალსაზრისითაც.

  • სინესტის გაჩენის მიზეზი მრავალია: ნედლი მასალით მშენებლობა, აშენებული სახლის სახურავის ან წყალსადენმილის დაზიანება, საიდანაც შეიძლება განუწყვეტლივ ჟონავდეს წყალი, სახურავიდან წყლის ჩამოსასვრეტი მილის დაზიანება და სხვა.

  • სინესტის დროს ხის მასალას ზოგჯერ სოკოვანი დაავადება უჩნდება, რაც მეტად მავნებელია, ამიტომ აუცილებელია მისი სასწრაფოდ მოსპობა.

  • სოკოვანი დაავადების თავიდან აცილების მიზნით ოდნავ საეჭვო ადგილებზე უნდა გადაუსვათ შაბიამნის 10 % ხსნარი, ე.ი. ერთ წილ შაბიამანს გავხსნით 10 წილ წყალში. ეს ხსნარი უნდა წაესვას წელიწადში ორ-სამჯერ.


  • თუ სოკოები უკვე ამოსულია ხის მასალაზე, ასეთი ხსნარის წასმა არ უშველის. დაზიანებული ფიცარი უნდა ამოვიღოთ, დავწვათ, ხოლო მის ნაცვლად ჩავდგათ საღი.

სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი