სოკო ტრიქოფიტიის სამკურნალო ეფექტური საშუალებები, გარანტირებული შედეგით

სოკო ტრიქოფიტიის სამკურნალო ეფექტური საშუალებები, გარანტირებული შედეგით
ტრიქოფიტია - არის სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, თმებს, ფრჩხილებს. გამომწვევი არის პარაზიტული სოკო რამდენიმე სახის. განასხვავებენ ტრიქოფიტიის ორ ფორმას: ზედაპირული და ინფილტრაციულს - ჩირქოვანს, დაავადების წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი. კანზე წარმოიქმნება წვრილი, ანთებითი, უხშირესად ერთეული მრგვალი ან ოვალური ფორმის კერა, პერიფერიაზე შემაღლებით რომელზეც წარმოიქმნება ბუშტუკი, რომელიც ხმება და ქერქს იკეთებს, ლაქა ცენტრში იქერცლება, ქავილი არ ახასიათებს.

რეცეპტები:
  • ტრიქოფიტიის დროს დაბანამდე 30 წთ - ით ადრე ივლებენ გვირილის ნაყენს (0,5 ს/კ გვირილა 1ჭ ძლიერ მდუღარე წყალზე დააყენეთ 20 წთ).

  • ბავშვებში ტრიქოფიტიის დროს სასარგებლოა დაზიანებულ ადგილზე წაესვას ლორწო ან წვენი დანდურის ბალახის.

  • ძაღლის ან კატისგან გადადებული ტრიქოფიტიის დროს საჭიროა დაზიანებულ ადგილზე წაესვას სქელი ნარევის ცხელი ყვითელი გოგირდისა და ხის ( დაბალი ხარისხის ზეთისხილი) ზეთის, ისმევა დაზიანებულ ადგილზე და არ უნდა ჩამოიბანოს, 1 - 2 -ჯერ დღეში. პროცედურა მეორდება ლიქენის გაქრობამდე.

  • ტრიქოფიტიის დროს დაზიანებულ ადგილას დაედოს შუაზე გაჭრილი ქიშმიში (ნებისმიერი ხარისხის ) 1 - 2 - ჯერ დღეში. სასურველი შედეგი შეიძლება რამდენიმე პროცედურის შემდეგ მივიღოთ.

  • ტრიქოფიტიის დროს რეკომენდებულია დაზიანებულ ადგილზე წაესვას მალამო: ტირიფის მერქნის ნაცარის და ძმრით მომზადებული, ნაცარს ესხმება ძმარი იმდენი რომ სქელი მასა მივიღოთ, უსვამენ 1 - 2 -ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი