როგორ უნდა მოვუაროთ ფეხებს, კორძისა (მაზოლის) და ფრჩხილის ჩაზრდის დროს

როგორ უნდა მოვუაროთ ფეხებს, კორძისა (მაზოლის) და ფრჩხილის ჩაზრდის დროს
ფეხების მოვლას მრავალხმრივი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მისი სულიერი გამწყობილებისათვის. საჭირო და აუცილებელია ფეხების ხშირად დაბანა თბილი წყლით, დროგამოშვებით საპნით, ფეხზე მორგებული ფეხსაცმლის ტარება, როგორც ვიწრო, ისე გრძელი და განიერი ფეხსაცმელი იწვევს ფეხებზე კორძის ( მაზოლის ) გაჩენას, ფრჩხილების ხორცში ჩაზრდას და სხვა.

  • ფრჩხილების ხორცში შეზრდის საწინააღმდეგოდ იმ ადგილებზე წაისვით წყლისა და ტანანის კონცეტრირებული ხსნარი ( 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა ჩაალესოთ ნახევარი ჩაის კოვზი ტენინის ფხვნილი ) ან ეს ხსნარი შეგიძლიათ შემდეგნაირად მოამზადოთ:
    ერთი საშუალო ზომის ბროწეულის კანი ჩახარშეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში, როდესაც წყალი დუღილით განახევრდება გადმოდგით, გაწურეთ და დღეში სამჯერ წაისვით იმ ადგილებზე, სადაც ფრჩხილი შეზრდილია ხორცში.

  • კორძის ( მაზოლის ) მოსაშორებლად კარგი საშუალებაა ძმარში დალბობილი პურის გულის დადება კორძიან ადგილზე. სამი-ოთხი დღის შემდეგ კორძი ამოვარდება ფეხის თბილი წყლით დაბანის შემდეგად.

  • ზამთარში ფეხზე თბილი და კარგად მორგებული ფეხსაცმელი უნდა გეცვათ. ვიწრო ფეხსაცმელი აწვება სისხლის მამოძრავებელ ძარღვებს , აფერხებს სისხლის მიმოქცევას და ამიტომ უფრო მოსალოდნელია ყინვის მავნე მოქმედება ე.ი. ფეხის მოყუნვა.
    სველ ფეხსაცმელში, წინდებში, ფეხსახვევში ფეხი შეიძლება მოიყინოს მცირე ყივების დროსაც კი.

  • ტყავის ფეხსაცმელი არამარტო უნდა გაწმინდოთ ჭუჭყისგან, არამედ ხშირად უნდა გადაუსვათ ცხიმოვანი საცხი, ამ შემთხვევაში ის უფრო ინარჩუნებს სითბოს.

  • ფეხისა და ხელის მოყინვის თავიდან ასაცილებლად თბილი წინდების უქონლობის დროს, ფეხზე გადაისვით რომელიმე ცხიმი, განსაკუთრებით კარგია ბატის მუცლის ქონი, ფეხზე შემოიხვიეთ გაზეთის ქაღალდი და შემდეგ ჩაიცვით ფეხსაცმელი. ყინვის თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება იხმაროთ ვაზელინი, რომელიც კი არ იცავს სხეულს მოყინვიდან, პირიქით ხელს უწყობს მას.