გსურთ მთელი დღის განმავლობაში ცხიმები შეუჩერებლად იწვებოდეს? ისაუზმეთ ამ პროდუქტებით

გსურთ მთელი დღის განმავლობაში ცხიმები შეუჩერებლად იწვებოდეს? ისაუზმეთ ამ პროდუქტებით
საუზმე - საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი დღის განმავლობაში. დიეტოლოგების მტკიცებით, იმისათვის, რომ გამოვიყურებოდეთ ლამაზად და მოხდენილად, მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები და შევიმციროთ ცხიმოვანი ფენები, აუცილებელია დავუთმოთ საკმარისი ყურადღება საუზმეს და ვაქციოთ ის მაქსიმალურად სასარგებლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

1. ცილები

თუ თქვენი მიზანი ზედმეტი კილოგრამების თავიდან მოშორებაა, ცილებით გაჯერებული საუზმე სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. უკანასკნელი კვლევებით დამტკიცდა, რომ ცილები აუცილებელია ორგანიზმის თითოეული ორგანოს, მეტაბოლიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

კვლევების თანახმად, ცილებით გაჯერებული საუზმე რამდენჯერმე ამაღლებს ჩვენი ორგანიზმის საერთო ენერგიას, გვინარჩუნებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით და გვიხშობს მადას დარჩენილი დღისთვის. რეკომენდირებულია დღის შემდეგი პროდუქტებით დაწყება: კვერცხი, თხილეული, იოგურტი და ა.შ.

2. ჯანსაღი ცხიმები

რეკომენდირებულია ყოველდღიურ კვების რაციონში ჯანსაღი ცხიმების ჩამატება. ასე თქვენ ხანგრძლივი დროით შეძლებთ სინაყრის შენარჩუნებას, თანაც მოამარაგებთ ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიით. ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი პროდუქტებია: ზეთუნის ზეთი, სელის ზეთი და კაკალი. დღე-ღამის განმავლობაში 1 ან 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 5 ცალი კაკალი სავსებით საკმარისი იქნება ორგანიზმის საჭირო რაოდენობით ჯანსაღი ცხიმებით მოსამარაგებლად.

3. შვრიის მარცვლები

დაივიწყეთ ჰერკულესის ფაფის შესახებ, რომელიც შვრიის გადამუშავებულ ფანტელებს წარმოადგენს. სამწუხაროა, თუმცა გადამუშავების დროს ეს პროდუქტი კარგავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვისაა აუცილებელი. შვრიის ფანტელებისგან განსხვავებით, მისი მთელი მარცვლები უფრო ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას და ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს.



გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები, ისაუზმეთ იმ პროდუქტებით, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრეთ, რათა შეძლოთ ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორება.