ისაუზმეთ ამგვარად და ზედმეტი ცხიმი თავისით დადნება
საუზმე დღის კვების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გვამარაგებს ენერგიით, რომელიც მთელი დღე უნდა გაგვყვეს. მნიშვნელოვანია, რომ საუზმე ხარისხიანი ყოს და შეიცავდეს დღის განმავლობაში მისაღები კალორიების 20%-ს. გთავაზობთ ძალიან პოპულარული საუზმის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი წონისა და ცხიმის მოშორებაში. ის შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც კანსა და თმაზე ახდენენ დადებით ზეგავლენას და აჩქარებენ მეტაბოლიზმს.
ინგრედიენტები:
300მლ უცხიმო იოგურტი (კეფირი)
2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი
1 ჩაის კოვზი სელის მარცვალი
1 ჩაის კოვზი კაკაო
5-7 ცალი ქლიავი
მომზადება:
მოათავსეთ ქლიავი ჯამში და დაასხით 100მლ ადუღებული წყალი. დადგით ცეცხლზე და რამდენიმე წუთი ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, თავზე დაახურეთ და დატოვეთ 5-10 წუთით. მეორე ჯამში ჩაყარეთ შვრია, სელი და კაკაო. დაუმატეთ კეფირი და კარგად მოურიეთ.
ამოიღეთ ქლიავები ჯამიდან, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ კეფირიან მასას. ეს ყველაფერი საღამოს უნდა გააკეთოთ და მომზადებული საუზმე შეინახოთ მაცივარში.
დილით მიირთვით ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა და შედეგს ძალიან მალე იხილავთ!
ინგრედიენტები:
მომზადება:
დილით მიირთვით ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა და შედეგს ძალიან მალე იხილავთ!