დავიკლოთ წონა დიეტის გარეშე! სქემა, რომელიც ყველაფერს ცვლის...
უამრავი ქალბატონი ოცნებობს გახდომაზე და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე, რაც ნამდვილად რთულად განსახორციელებელი მიზანია. გიჭირთ სხვადასხვა დიეტების დაცვა და საყვარელ კერძებზე უარის თქმა? არ ინერვიულოთ, რადგან მკაცრი დიეტებითა და შეზღუდვებით ცხოვრება ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი ნამდვილად არ არის...
მცირეოდენი ცვლილებები საკუთარ ცხოვრების სტილში და კვების რაციონში სავსებით საკმარისია ამ ოცნების განსახორციელებლად.
1. არ გამოტოვოთ საუზმე.
საუზმის გამოტოვების შედეგად ვამცირებთ ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას - ეს მხოლოდ მითია, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ იმ ადამიანების სხეულის მასის ინდექსი, რომლებიც საუზმეს არასდროს ტოვებენ, გაცილებით ოპტიმალურია, ვიდრე იმ ადამიანების - რომლებიც საუზმეს რეგულარულად ტოვებენ.
2. დაივიწყეთ ღამით ჭამა.
ილეინ მაგი, რომელიც გახლავთ წიგნის, ''Comfort Food Makeovers''-ის ავტორი, გვირჩევს, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ ღამით ჭამას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ მავნე ჩვევას მარტივად ვერ ივიწყებთ, საღამოობით მიირთვით ერთი ფინჯანი ჩაი, ერთი კანფეტი ან უცხიმო იოგურტი.
3. დაივიწყეთ ტკბილი სასმელები.
შაქრიანი სასმელები შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით კალორიებს. ეს კალორიები, მყარი პროდუქტების კალორიებისგან განსხვავებით, ვერ გვანაყრებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მაღაზიაში შეძენილ არომატულ წვენებზე უარის თქმა და დიდი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება.
4. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.
ეს დაბალკალორიული პროდუქტები გაჯერებულია ბოჭკოებით, რომლებიც მარტივად გვანაყრებს და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას.
5. თქვით უარი თეთრ პურზე, ორცხობილებზე და ზოგადად ცომეულზე.
გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი დაუფქვავი ხორბლის პურით. ასე თქვენ შეძლებთ ორგანიზმის ბოჭკოებით გამდიდრებას და თავიდან აირიდებთ გადაჭარბებული რაოდენობით კალორიების მიღებას.
6. მიირთვით მცირე ულუფებით.
გსურთ გახდომა? მაშინ აუცილებლად შეამცირეთ ერთ ჯერზე მიღებული საკვების რაოდენობა, რათა თავიდან აირიდოთ კუჭის კედლების გაფართოება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია წონის დასაკლებად!
7. გახდით უფრო აქტიურები.
პირველ რიგში, დაივიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ლიფტის არსებობის შესახებ. შეძლებსადგვარად, ისეირნეთ ფეხით რაც შეიძლება ბევრი.
8. გაამდიდრეთ კვების რაციონი ცილებით.
დიდი რაოდენობით ცილის მიღების შედეგად თქვენ ხანგრძლივი დროით ინარჩუნებთ სინაყრის განცდას. მიირთვით უცხიმო იოგურტი, თხილი, ლობიო, მოხარშული კვერცხი და ხორცი. ასე თქვენ საგრძნობლად დააჩქარებთ წონის კლების პროცესს და შეიმცირებთ სისხლში შაქრის შემცველობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
9. თქვით უარი მაიონეზე და კეტჩუპზე.
განა მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ორი პროდუქტი არ უყვარს? რამდენად იცოდით, რომ კეტჩუპიც და მაიონეზიც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს? იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაა, გამორიცხეთ საკუთარი კვების რაციონიდან ეს ორი პროდუქტი.
როგორც ხედავთ, წონის დაკლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა არც თუ ისე რთულია. გაითვალისწინეთ ეს ცხრა რეკომენდაცია და თქვენ ხანმოკლე დროში თავს შესანიშნავად იგრძნობთ. ზედმეტი კილოგრამები უკვალოდ გაქრება!