პროფილაქტიკური კურსი თირკმელების დაავადების მქონდე ადამიანებისთვის - ხალხური რეცეპტით!

პროფილაქტიკური კურსი თირკმელების დაავადების მქონდე ადამიანებისთვის - ხალხური რეცეპტით!
შემოდგომა არც ისე კარგი სეზონია თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ჯანმრთელი ადამიანი ვერც კი გრძნობს ამ დილის, შუადღის და საღამოს ტემპერატურათა შორის სხვაობას, ხოლო ვისაც თირკმელები აწუხებს განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიცივისადმი. Fpaparazzi-ის რედაქცია გირჩევთ, რომ შემოდგომის დადგომისთანავე დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კურსი მცენარეებით. გთავაზობთ რეცეპტს
ინგრედიენტები:
  • არყის ხის ფოთლები
  • დათვის კენკრა
  • შვიტა
  • ბაბუაწვერას ფესვი
  • ძირტკბილას ფესვი
  • სელის თესლი
  • წითელი მოცვის ფოთლები


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. თითო სუფრის კოვზი არყის ხის ფოთლები, დათვის კენკრა, შვიტა, ბაბუაწვერას თესლი, ძირტკბილას ფესვი და 2-2 სუფრის კოვზი სელის თესლი და
  2. წითელი მოცვის ფოთლები კარგად დააქუცმაცეთ.
  3. ნარევის ერთი სუფრის კოვზითა და სამი ჭიქა მდუღარე წყლით დააყენეთ ჩაი. დააყოვნეთ 2 საათი.
  4. დალიეთ 150-150 მლ 3 ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  5. მკურნალობის კურსი 12 დღეა. მერე შეისვენეთ და თუ თირკმელების არეში უსიამოვნო შეგრძნება ისევ შეგაწუხებთ, კურსი გაიმეორეთ.


ექიმის კომენტარი: შემოთავაზებულ რეცეპტში შემავალი თითქმის ყველა კომპონენტი დადებითი ეფექტის მომცემი იქნება საშარდე სისტემის ინფექციურ-ანთებითი პათოლოგიის დროს: დათვის კენკრა სადეზინფექციო და შარდმდენი საშუალებაა. გამოიყენება საშარდე გზების ანთებების ( პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) საკურნალოდ ხალხურ მედიცინაში. გარდა ამისა, იყენებენ მასტიტის დროსაც. მცენარის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ღებინება, ფაღარათი და სხვა გვერდითი მოვლენები. ასევე შარდმდენი და ანტიანთებითი ეფექტი აქვს შვიტას, არყის ხის ფოთლებს. ბაბუაწვერას აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება. ძირტკბილა ლორწოს შეიცავს. მას ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს, თუმცა საშარდე გზების პათოლოგიისას ინიშნება კომპლექსური მკურნალობისთვის. ასევე ლორწოს შემცველია სელის თესლი. წითელი მოცვი კი ანტისეპტიკური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეა. ის ხალხურ მედიცინაში არაერთი პათოლოგიის სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, შეშუპების, რევმატიზმის დროს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"