წვნიანი და არომატული ქათმის სტეიკი
Fpaparazzi გაცნობებთ, რომ ამ სტეიკის მთავარი საიდუმლო მისი არომატული მარინადია.
100 გრამი პროდუქტი შეიცავს 126,13კკ-იას.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
100 გრამი პროდუქტი შეიცავს 126,13კკ-იას.
საჭირო მასალა:
- ქათმის თეთრი ხორცი- 500გ
- ლიმონის წვენი- 2ს.კ
- ლიმონის ცედრა- 2ს.კ
- ზეითუნის ზეთი- 2ს.კ
- ნიორი- 10გ
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქათმის ხორცი გაყავით 4 ნაწილად, ოდნავ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- მოამზადეთ მარინადი: ლიმონის ცედრა აურიეთ ლიმონის წვენში, დაუმატეთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი.
- მიღებულ მარინადში ჩააწყვეთ ქათმის ხორცი და დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში. თუკი საშუალება გაქვთ, უმჯობესია რამდენიმე საათით მაცივარში შედგათ.
- შემდეგ შეწვით გახურებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე.
გემრიელად მიირთვით.