წაისვით ეს ნიღაბი 7 დღის განმავლობაში და იგი აღადგენს თქვენს თმას!
ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ჰორმონალური დისბალანსი და სტრესი - ეს მხოლოდ თმის ცვენის სამი მიზეზია. თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ შეგვიძლია ამ პრობლემას გარკვეულწილად გავუმკლავდეთ სახლის პირობებში - საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბით ხელი შევუწყოთ თმის კვებას და ზრდას. ერთ-ერთი ასეთი საშუალება მდოგვის ნიღაბია.
თმა წელიწადში საშუალოდ 6სმ-ით იზრდება. თუ ამ ნიღაბს 3-4 თვის განმავლობაში გამოიყენებთ, აღმოაჩენთ, რომ ამ მაჩვენებელმა 3-4 სმ-ით იმატა.
რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი თბილი წყალი, 1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სუფრის კოვზი შაქარი. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და დაიტანეთ მხოლოდ თავის კანზე და ძირებზე, დანარჩენ თმას ნუ შეეხებით. თმა ჯერ ცელოფნით, შემდეგ კი პირსახოცით შეიხვიეთ. გაიჩერეთ დაახლოებით 1 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კონდიციონერი.