დიახ, ნიორი თმის ძირებს ამაგრებს!
მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო. ამბობდნენ, ნიორი შველისო, მაგრამ ვიდრე თავად არ გამოვცადე, არ მჯეროდა. ახლა თამამაც ვაცხადებ: დიახ, ნიორი თმის ძირებს ამაგრებს და ვისაც თმა სცვივა, ვურჩევ, მისი სამკურნალო თვისებებით ისარგებლოს.
- დაიდეთ დანაყილი ნიორი თმაგაცვენილ ადგილებზე დღეში ერთხელ, 2 საათით, შემდეგ კარგად დაიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ ათი დღით შეისვენეთ და გაიმეორეთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ. ორი -სამი კურსი უნდა გეყოთ.
- თმის სწრაფი ზრდისთვის დანაყილი ნიორი კვირაში ერთხელ, დაბანის წინ, 2 საათით შეიზილეთ თმის ძირებში ( თავს ნუ შეიხვევთ). თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ გამოიყენოთ დანაყილი ნივრისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. 2-3 თვეში შესამჩნევ შედეგ მიიღებთ.
- მშრალი და ნორმალური თმისთვის: აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი გადადუღებული ცივი წყალი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.
- თხელი და დასუსტებული თმისთვის: აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი და თაფლი, ერთი უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი, მოცურავის რეზინის ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ შამპუნითა და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.
- ნებისმიერი ტიპის თმისთვის: შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში. თმას სძენს განუმეორებელ ბრწყინვალებას და აქრობს ქერტლს.