სამკურნალო ნიღაბი, რომელიც გამელოტების პროცესს შეაჩერებს
ხშირი და ჯანსაღი თმა ქალსა თუ მამაკაცს თანაბრად ამშვენებს, ამიტომ მას სათანადოდ უნდა მოვუაროთ. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც გამელოტება იწყება? მინდა შემოგთავაზოთ ნიღბის რეცეპტი, რომელიც გამელოტების პროცესს შეაჩერებს.
ინგრედიენტები:
მკვებავი შამპუნების დამზადება:
მშრალი თმისთვის: 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, კარგად აურიეთ და ჩვეულებრივი შამპუნივით შეიზილეთ თმაში. შეიძლება დავამატოთ 1 კოვზი მშრალი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და E ვიტამინიც.
ცხიმიანი თმისთვის: აიღეთ მდოგვის ფხვნილი, გახსენით მინერალურ წყალში - უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა - და თმის ძირებში შეიზილეთ. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით ან მცენარეული ნახარშით.
ყველა ტიპის თმისთვის: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ 40 წუთი. შედგით წყლის აბაზანაზე და გააცხელეთ, ვიდრე ჟელატინი არ გაიხსნება. დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი შამპუნი, წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 5 - 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კვერცხის შამპუნი: აიღეთ 150 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი არაყი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. ჩამოიბანეთ ლიმონიანი წყლით.
ბანანის შამპუნი: ნახევარი ბანანი გაჭყლიტეთ, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კვერცხის გული და კარგად აურიეთ. ეს შამპუნი კარგად ქაფდება, თმას არბილებს და აბზინებს.
მე ყველა მათგანი მოვსინჯე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გაგიცრუებთ იმედს.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული
- 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ამპულა - B1 ვიტამინი
- 1 ამპულა - B6 ვიტამინი
- 1 ამპულა - B12 ვიტამინი
მომზადების და გამოყენების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით მშრალ თმაზე. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, შეიხვიეთ ცელოფნით, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 35 - 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურსი მოიცავს 5 - 10 პროცედურას დღეგამოშვებით.