კვერცხისა და მწვანე ხახვის უგემრიელესი ღვეზელი

კვერცხისა და მწვანე ხახვის უგემრიელესი ღვეზელი
როგორ მოვამზადოთ ნოყიერი ვახშამი მთელი ოჯახისთვის სწრაფად? fpaparazzi კვერცხისა და მწვანე ხახვის ღვეზელს გირჩევთ. დაბრაწული კანით და არომატული გულსართით. თითებს ჩაიკვნეტთ!
საჭირო მასალა:
  • 300 გ ფქვილი
  • 400 მლ კეფირი
  • 4 კვერცხი
  • 160 გ კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი

მომზადების წესი:
  1. მოხარშეთ კვერცხი გულსართისთვის, გააციეთ და გაფცქვენით.
  2. მწვანე ხახვი გარეცხეთ, დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში.
  3. დაუმატეთ მარილი, პილპილი და კუბიკებად დაჭრილი კვერცხი.
  4. ცომი: გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი და კეფირი.
  5. ცალკე ჯამში ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და მშრალი მასა თხევადს შეურიეთ.
  6. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ნახევარზე ცოტა მეტი ცომი.
  7. შემდეგ ზედ თანაბრად გაანაწილეთ გულსართი და ზემოდან დარჩენილი ცომი მოასხით.
  8. აცხვეთ ღვეზელი 35 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
  9. როცა მომზადდება, გამოიღეთ ღუმელიდან და ცოტა ხანს ჩაის ტილო გადააფარეთ, სანამ არ გაგრილდება.

გემრიელად მიირთვით!