დანსხვავებული და ძალიან გემრიელი ერბოკვერცხის რეცეპტი

დანსხვავებული და ძალიან გემრიელი ერბოკვერცხის რეცეპტი
fpaparazzi საუკეთესო საუზმის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • 50 გ მაგარი სახეობის ყველი
  • 20 გ კარაქი
  • 3-5 კვერცხი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
1. კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან.
2. ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე.
3. წაუსვით კარაქი გამოსაცხობ ფორმას, გადაიტანეთ მასზე ათქვეფილი ცილა, მოასწორეთ, გაუკეთეთ შუა გულში ჩაღრმავება და მოათავსეთ მასში კვერცხის გულები.
4. მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაადეთ კარაქის პატარა ნაჭრები და აცხვეთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.
5. სუფრასთან მიტანამდე ერბოკვერცხს კიდევ მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით.