გაღიზიანებული ნაწლავის მკურნალობა უმარტივესი რეცეპტით

გაღიზიანებული ნაწლავის მკურნალობა უმარტივესი რეცეპტით
მოგიყვებით, როგორ დავამარცხეთ უმარტივესი რეცეპტით მამაჩემის ავადმყოფობა. მას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დისბაქტერიოზის დიაგნოზი დაუსვეს. უამრავი წამალი ვცადეთ, მაგრამ მამას ვერაფერმა მისცა შვება. საიდანღაც მახსოვდა, რომ ნაწლავებს ძალიან უხდება ნიორი და ქრისტესისხლა. ისიც გამეგონა, რომ ნიორს კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება შეუძლია და ანადგურებს ნაწლავებში არსებულ ყველა უვარგის მიკრობს. ავდექი და მამას ნივრითა და მაწვნით დავუწყე მკურნალობა:

რეცეპტი ასეთია:
  • აადუღეთ 1 ლ რძე, ჩაასხით მაიონეზის ქილებში და დადგით. ოდნავ რომ შეგრილდება, ჩაამატეთ თითოეულ ქილაში 1/2 ჩაის კოვზზე ოდნავ მეტი მაწონი, მოურიეთ, შეფუთეთ თბილად და 4-5 საათით დატოვეთ სითბოში. შემდეგ 5 - 6 საათით მაცივარში შედგით. მაწონი კარგად რომ ჩადედდება, ორცხობილას რამდენიმე ნაჭერს დაახეხეთ ნიორი და ქილებში ჩააწყვეთ. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ ძილის წინ.


გაღიზიანებული ნაწლავის მკურნალობა უმარტივესი რეცეპტით

ნივრიანი მაწონი გემრიელი და სასარგებლოა, შედეგს კი რამდენიმე დღეში დაინახავთ: გაქრება არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში, შებერილობა, მუცლის ყურყური. მე ნივრიანი მაწვნით მარტო მამას კი არა, მთელ ოჯახს ვკვებავ. ვისაც მამაჩემისმაგვარი პრობლემები გაქვთ, გირჩევთ, ჩემი რეცეპტით ისარგებლოთ - მერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი