მუცლის ტიფის დაავადების თავიდან ასაცილებელი ხალხური მედიცინის საშუალებები.
ტიფი - რამდენიმე მწვავე ინფექციური დაავადების საერთო სახელოწოდებაა ( მუცლის ტიფი, პარტახტიანი ტიფი, შებრუნებითი ტიფი, პარატიფი ), რომელთა მძიმე მიმდინარეობის დროს ცნობიერება იბინდება.
მუცლის ტიფი ხასიათდება შეუძლოდ ყოფნით, თავის ტკივილით, ტემპტერატურის ამაღლებით, გულისრევით, ზოგჯერ პირღებინებით, კუჭ - ნაწლავის ფუნქციის დარღვევით, გამონაყარით.
ტიფით დაავადებული უნდა მოათავსოთ კარგად განიავებულ ოთახში, შეუქმნათ მას სრული სიმშვიდე, თავზე დაადოთ ყინული - ეს შეამცირებს თავის ტკივილს. პირი, ენა, კანი ავადმყოფს უნდა ყოველთვის სუფთა ჰქონდეს. ამისათვის წმენდენ უბრალო ან სოდიანი წყლით, ან კიდევ ბორის მჟავას ხსნარით რამდენჯერმე დღეში. სასმელად აწვდიან წყალს - ხშირა, მაგრამ ცოტ - ცოტას.
წამლებიდან ამ დაავადების დროს არაფრის მიცემა არ არის საჭირო, განსაკუთრებით სიცხის დამწევის. თუ შეამჩნევთ მაჯისცემის მეტისმეტად დიდ სიხშირეს მაშინ სუსტი გულის გულის ავადმყოფებს მიეცით ეთეროვან - კატაბალახას ( ვალერიანის ) 10 - 15 წვეთი წყალზე. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, ხოლო მის მოსვლამდე ავადმყოფს მუცელზე დაადეთ ყინულიანი ბუშტი.
ავადმყოფი დროდადრო ძალზე ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ გვერდიდან გვერდზე, რომ არ იწვეს მუდმივად ზურგზე, რათა თავიდან ავიცილოთ ფილტვებში დაგუბების მოვლენები. ავადმყოფს თმები უნდა შევაჭრათ აუცილებლად დაავადების დასაწყისშივე თმის ძლიერი ცვენის ასაცილებლად, რათა თმის ძირები " არ გაფაიწვას" მაღალი სიცხისაგან.
მუცლის ტიფის დაავადების ასაცილებელი ხალხური მედიცინის რჩევები:
კოთხუჯი. ხალხური მედიცინა კოთხუჯს მიიჩნევს ჩინებულ ბაქტერიოციდულ საშუალებად ძველთაგანვე მას იყენებდნენ გრიპის, ტიფის, ქოლერის ეპიდემიის დროს - ფესურას ღეჭავდნენ უმი სახით, როგორც სენის გადადების ასაცილებელ პროფილაქტიკურ საშუალებას.
ქამა - სოკო. ითვლება, რომ ქამა - სოკოები ფლობენ აქტიურ ქმედებას ჩირქოვანი ინფექციის, ტიფისა და პარატიფის გამომწვევთა მიმართებაში.
ტიფის დროს ავადმყოფზე დადებითად მოქმედებს:
- ძროხის რძე, ხაჭო, კეფირი; ასკილის, შავი მოცხარის ნახარშები, ბოსტნეულის წვენები, ხილი;
- ყავა ლიმონით ან წითელი უნგრული ღვინით ( შეგიძლიათ გამოიყენოთ საფერავიც );
- საფუარი ლუდით.