უმარტივესი საშუალებები ჰერპესის სამკურნალოდ

უმარტივესი საშუალებები ჰერპესის სამკურნალოდ
ჰერპესი ( ბუშტუკოვანი ლიქენი ) - მწვავე , ციკლური მიმდინარეობის ვირუსული დერმატოზია ბუშტუკოვანი გამონაყარით განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კანი გადადის ლორწოვან გარსში, უმეტესად ტუჩებზე, სასქესო ორგანოებზე და სხვა. ჰერპესისგან წყლულების გაჩენისთანავე გამოიყენეთ კრაზანას ზეთი. აიღეთ ქაღალდის სუფთა ნაჭერი, მხოლოდ არა გაპრიალებული, კარგად დაასველეთ ზეთით და მიიკარით წყლულზე. ცვალეთ რამდენჯერმე დღეში და 3-4 დღის შემდეგ ჰერპესი გაგიქრებათ.

FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას ჰერპესის სამკურნალოდ:

  • ჰერპესზე წაისვით სამკურნალი მცენარის - ჩაწყობილას წვენი 2-3 -ჯერ დღეში. ამავე წვენით კარგად მკურნალობენ წელზე გაჩენილ სირსველს (ლიქენი)


  • ჰერპესის მკურნალობა შეგიძლიათ ასეთი მარტივი წესითაც: გულმოდგინეთ შეიზილეთ წყლულზე ჩვეულებრივი სუფრის მარილი, მაგრამ უკეთესია იოდიზირებული. განკურნებას ზოგჯერ ერთხელ შეზელვაც კი ჰყოფნის. ეფექტის გასამაგრებლად პროცედურა გაიმეორეთ.


  • არსებობს კიდევ ერთი კარგი რეცეპტი ტუჩებზე ჰერპესის მოსაშორებლად: დღეში რამდენჯერმე, შეშრობისთანავე , წაუსვით მუწუკს ქაცვის ზეთი. ორი დღის შემდეგ ჰერპესი გაგივლით. იმავდროულად, თუ ტუჩები ძლიერ დამსკდარი გაქვთ, დაიდეთ ღამით ცხიმოვანი მალამოს სქელი ფენა , უკეთესია - საბავშვო. ორი პროცედურა სავსებით საკმარისია.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური